დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
საქართველოს ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარე ფილიპ ლეფორი ეწვევა
ავტორი:
2014/იანვარი/22 11:00:02
საქართველოს დღეს ევროკავშირის მხრიდან ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარე ფილიპ ლეფორი ეწვევა. ევროკავშირის წარმომადგენელი თბილისში ერევნიდან ჩამოვა და არსებული ინფორმაციით, რამდენიმე მინისტრს შეხვდება.
როგორც ჟურნალისტებს გუშინ საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ განუცხადა, ლეფორის ვიზიტის მიზანია მათთან დამშვიდობება, ვინაიდან ის ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატში ევროკავშირის წარმომადგენელი და თანათავმჯდომარფე აღარ იქნება.
აღსანიშნავია, რომ ლეფორთან საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს შეკითხვა ოსური მედიის მიერ გავრცელებულ იმ ინფორმაციასთან დაკავშირებითაც ექნებათ, რომლის მიხედვითაც, ევროკავშირის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ "სამხრეთ ოსეთის სახელმწიფოს ბედი ხალხის მიერ დიდი ხანია, განსაზღვრულია და ამის შეცვლა პრაქტიკულად გამორიცხულია".
გავრცელებულ ინფორმაციას ლეფორმა უკვე უპასუხა და აღნიშნა, რომ "არავის უნდა ეპარებოდეს ეჭვი ევროკავშირის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერაში".
"არავინ უნდა შეეცადოს ამ პოზიციის არასწორ ინტერპრეტაციას. ევროკავშირის პოზიცია ემყარება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში და არავის უნდა ეპარებოდეს ეჭვი და შეეცადოს ამის არასწორ ინტერპრეტაციას", - განაცხადა ფილიპ ლეფორმა.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1132
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია