დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ალექსი პეტრიაშვილი - მნიშვნელოვანია, რომ უკრაინა, მოლდოვა და საქართველო ერთად იქნებიან აღიარებული აშშ-ის მთავარ მოკავშირეებად
ავტორი:
2014/სექტემბერი/19 09:30:02
რეზოლუცია, რომელზეც სენატი მუშაობს აშშ-სა და საქართველოს თანამშრომლობას თვისობრივად ახალ ეტაპზე აიყვანს, - ამის შესახებ მთავრობის დღევანდელი სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ალექსი პეტრიაშვილმა განუცხადა.
"ვიდრე საბოლოო გადაწყვეტილება მიიღება, გარკვეული პროცედურებია გასავლელი, მაგრამ პოლიტიკური მხარდაჭერის თვალსაზრისით, ეს რეზოლუცია საქართველოს თანამშრომლობას ამერიკის შეერთებულ შტატებთან, როგორც მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან თვისობრივად ახალ საფეხურზე აიყვანს ყველა ძირითადი მიმართულებით. პირველ რიგში, ეს ეხება უსაფრთხოებას, თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებას, ასევე ეხება ისეთ სფეროებს, როგორიცაა მედიაკომუნიკაცია, ეკონომიკა და ა.შ", - განაცხადა ალექსი პეტრიაშვილმა.
მინისტრის შეფასებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უკრაინა, მოლდოვა და საქართველო ერთად იქნებიან აღიარებული აშშ-ის მთავარ მოკავშირეებად.
აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც ნატო-ს არაწევრ ქვეყნებს - საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინას აშშ-ის ნომერ პირველ პარტნიორად აღიარებს.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1043
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია