დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
კახა კუკავა და მამუკა კაციტაძე სევდია უგრეხელიძეს თბილისის ბიუჯეტთან დაკავშირებით საკუთარ წინადადებებს სთავაზობენ
ავტორი:
2014/იანვარი/21 19:30:04
საკრებულოს დეპუტატები კახა კუკავა და მამუკა კაციტაძე თბილისის მერის მოვალეობის შემსრულებელს სევდია უგრეხელიძეს მიმართავენ . დეპუტატები სევდია უგრეხელიძეს თბილისის 2014 წლის ბიუჯეტთან დაკავშირებით საკუთარ წინადადებებს სთავაზობენ. მიმართვას "ინტერპრესნიუსი" უცვლელად გთავაზობთ.
"როგორც მოგეხსენებათ 2013 წლის 29 დეკემბერს საკრებულოს სხდომაზე მერიის მიერ წარმოდგენილი 2014 წლის ბიუჯეტი ჩავარდა. ეს იყო პირველი პრეცედენტი უკანასკნელი წლების მანძილზე, როცა მერიის მიერ შემუშავებული პროექტი საკრებულომ არ დაამტკიცა. მერიაში ამ ფაქტმა უკმაყოფილება გამოიწვია, მაგრამ სწორად უნდა შევაფასოთ შექმნილი რეალობა. ბიუჯეტის ჩავარდნა არ არის კატასტროფა, მეტიც, ამ ყველაფერმა შეიძლება დადებითი როლი ითამაშოს მომავალში და ხელი შეუწყოს მრავალპარტიულ მმართველობასა და პლურალიზმს, რაც აუცილებელი წინაპირობაა დემოკრატიული პრინციპებისა და ინსტიტუტების გამყარებისათვის.
საკრებულოს მხრიდან ეს ფაქტი არ უნდა იყოს აღქმული როგორც საბოტაჟი. პირიქით, ეს არის წარმომადგენლობითი ორგანოს მხრიდან ბიუჯეტის შედგენასა და მიღებაზე მეტი კონტროლი, რათა საბოლოოდ მივიღოთ გამჭირვალე და კვალიფიციურად შედგენილი ბიუჯეტი. ბიუჯეტის არმიღებამ შეიძლება შექმნას არასტაბილური და რთულად პროგნოზირებადი ფინანსური გარემო და პრობლემები შეიქმნას დიდი და საშუალო პროექტების განხორციელებაში. საკრებულო მერიას სთავაზობდა ხარჯვითი ნაწილის ფარგლებში სწორად განსაზღვრულიყო პრიორიტეტები, რაზედაც მერიამ მოახდინა ამ შეთავაზებების იგნორირება.
იმისათვის, რომ თბილისსა და თბილისელების სასარგებლოდ მოხდეს შეთანხმება, დამტკიცდეს 2014 წლის ბიუჯეტი აუცილებელია მერიასა და საკრებულოს შორის პრაგმატული მსჯელობა, მოხდეს საკრებულოს მიერ შეთავაზებულ წინადადებებზე კომპრომისის მიღწევა.
გთავაზობთ ჩვენს მიერ შემუშავებულ წინადადებებს:
1. "სოციალური საცხოვრისი კეთილგანწყობილ გარემოში" პროგრამისთვის
გამოყოფილი იქნას - არანაკლებ 3 მლნ ლარი.
2. გამოიყოს დამატებითი ფინანსები პრიორიტეტისათვის - "ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობა" მუნიციპალური საწარმოების შექმნასა და დასაქმებაში თანადგომისათვის - 10 მლნ ლარი.
3. გათვალისწინებული იქნას ზოგიერთი პრივატიზებული ობიექტის (პოლიკლინიკები და სხვა) გამოსასყიდი თანხა - არანაკლებ 2 მლნ ლარი.
4. საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას 75 წლისთავის საიუბილეო ღონისძიებისთვის, მ.შ: "კოლხური კოშკი" რეკონსტრუქცია - აღდგენისათვის საჭირო თანხები.
5. ქ. თბილისში რუსთაველის პროსპექტზე ლადო ასათიანის ძეგლის დადგმისათვის გამოიყოს 200 000 ლარი.
6. დაფუძნდეს მუნიციპალური საკალათბურთო კლუბი "თბილისი" – 1 მლნ.
(საქართველოში ასეთი პრაქტიკა არსებობს: ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, სოხუმში.)
7. გაფართოვდეს ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამის თანადაფინანსება.
8. გათვალისწინებული იქნას თანხა იმ კატეგორიის დასაფინანსებლად,რომელთაც არ ითვალისწინებს საყოველთაო დაზღვევა.
9. საბავშვო ბაღებში ლოგოპედების კონტინგენტის შრომითი პირობების გაუმჯობესებისათვის გამოიყოს საჭირო თანხები.
10. მაქსიმალურად გაიწეროს ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი, განსაკუთრებით 2013 წლის ბიუჯეტიდან დარჩენილი 55.0 მლნ ლარის განაწილების კუთხით.
11. დეტალურად იქნას გაშიფრული "სხვა ხარჯებით" დასათაურებული ყველა გრაფა.
12. პროექტი "ძველი თბილისის ახალი სიცოცხლე", ამოქმედდეს სამართლიან საწყისებზე, როდესაც მერია არ დააფინანსებს შერჩევითი მიდგომით ცალკეულ მშენებლობებს,არამედ ითანამშრომლებს კომერციულ სექტორთან მთლიანად ქალაქის ავარიული ნაგებობების რეაბილიტაციის კუთხით.
13. გაუქმდეს მერიის დაქვემდებარებაში შემავალი სტრუქტურების სამეთვალყურეო საბჭოებში მომუშავეთა შრომის ანაზღაურება.
14. შემცირდეს თბილისის მერიის და საკრებულოს სამივლინებო ფონდი, ავტომანქანების შესყიდვის და მომსახურების თანხები.
იმედს ვიტოვებთ, გაითვალისწინებთ ჩვენს შემოთავაზებებს, ჩვენის მხრივ, კი ვადასტურებთ მზადყოფნას შეხვედრისა და ამ საკითხების დეტალურად განხილვისათვის",-ნათქვამია მიმართვაში.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1006
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია