დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ეკა გიგაური - ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია საარჩევნო სისტემის შეცვლა და არა პარტიებისთვის თანხის გამოყოფა
ავტორი:
2014/თებერვალი/17 14:00:03
"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ხელმძღვანელის ეკა გიგაურის შეფასებით, ადგილობრივ არჩევნებში გაწეული ხარჯების დასაფარად პარტიებისთვის ნახევარი მილიონის გამოყოფის გადაწყვეტილება, მსჯელობის მნიშვნელოვანი საკითხებიდან ნაკლებად მნიშვნელოვან საკითხზე გადატანის მცდელობაა.
"ინტერპრესნიუსთან" საუბრისას, ეკა გიგაურმა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია სახელმწიფოს მხრიდან არსებობდეს ხელშეწყობა პოლიტიკური პარტიების განვითარებისთვის, თუმცა, მისივე თქმით, ასეთი ტიპის ხარჯები ზედმიწევნითი შესწავლის შემდეგ უნდა იყოს გაწეულია.
ამასთან, გიგაური მმართველი გუნდისადმი გაკეთებულ შეთავაზებებზე ამახვილებს ყურადღებას და აცხადებს, რომ ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია საარჩევნო სისტემის შეცვლის საკითხი და არა პარტიებისთვის ბიუჯეტიდან თანხების გამოყოფა.
"ჩვენი, ყველას, როგორც არასამთავრობო სექტორის, ასევე ნებისმიერი მოქალაქის სურვილია, ქვეყანაში პირველ რიგში იყოს სამართლიანი საარჩევნო გარემო და სამართლიანი საარჩევნო სისტემა. ამის შემდეგ შეგვიძლია ვისაუბროთ სხვა დეტალებზე. იმ შემთხვევაში თუკი ქვეყანაში სამართლიანი საარჩევნო სისტემა არ შეიქმნება, ასეთი შეთავაზებები ჩემთვის პოლიტიკურ მოსყიდვასავით ჩანს. მთავარი თემა პარტიების დაფინანსება კი არ არის, ჩვენ ყველანი საარჩევნო სისტემაზე და ბარიერის გაზრდაზე ვსაუბრობთ - ეს არის მნიშვნელოვანი საკითხი, რაზეც გვაინტერესებს მმართველი გუნდის პოზიცია და ის, თუ რატომ ეწინააღმდეგებიან ამ ძირეულ ცვლილებებს", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" ეკა გიგაურმა.
კოალიციის პოლიტსაბჭოს ბოლო სხდომის შემდეგ, ცნობილი გახდა მმართველი გუნდის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით, ხარჯების ანაზღაურების მიზნით, ნახევარ მილიონიან კომპენსაციას ყველა ის პარტია მიიღებს, ვინც ადგილობრივ არჩევნებში ხმების 3%-ს დააგროვებს. საარჩევნო კანონდებლობით, ხარჯების დასაფარავად, საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების დროს პარტიებზე ერთ მილიონიანი კომპენსაცია გაიცემა და ახლა დღის წესრიგში დგას კანონში ამავე შინაარსის მატარებელი მუხლის გაჩენის საკითხი, რომლის მიხედვით, პარტიები, რომელიც ადგილობრივ არჩევნებში 3%-იან ბარიერს გადალახავენ, ნახევარ მილიონს მიიღებენ.
საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები დღეს, 17:00 საათზე, იუსტიციის სახლში დავით უსუფაშვილს ხვდებიან.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 949
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია