დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ირაკლი შიხიაშვილი ჩინეთის ელჩს შეხვდა
ავტორი:
2014/იანვარი/20 17:30:02
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შიხიაშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში იუე ბინს შეხვდა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" საკრებულოდან აცნობეს, ირაკლი შიხიაშვილმა ელჩს ჩინეთში ვიზიტის ანგარიში წარუდგინა.
"მიმდინარე წლის 11–18 იანვარს თბილისის საკრებულოს დელეგაცია თავმჯდომარის, ირაკლი შიხიაშვილის ხელმძღვანელობით, ჩინეთის ქალაქ გუანჯოუს ეწვია, სადაც შეხვედრები გაიმართა ქ. გუანჯუოს მუნიციპალიტეტის ხემძღვანელთან ჩენ ჯია ჰუანთან და გუან დონგის პროვინციის გუბერნატორათან - შუი შაო ჰუასთან. ელჩთან შეხვედრაზე განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების ისეთი საკითხები, როგორიცაა ეკონომიკა, ორმხრივი ვაჭრობა, კულტურა, მეცნიერება, სპორტი, ტურიზმი და ა.შ. მხარეებმა საქართველოში ჩინური ენის პოპულარიზაციასა და განვითარებისათვის ხელშემწყობ ღონისძიებებზე ისაუბრეს. როგორც ცნობილი გახდა, დაიგეგმა გუანჯოუს დღეები საქართველოს დედაქალაქში, რაც, გარდა ენის პოპულარიზაციისა, ჩინური კულტურის მეტად გაცნობასა და ხალხთაშორისი ურთიერთობების გაღრმავებას შეუწყობს ხელს", - აცხადებენ საკრებულოში.
მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე მიიღეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იმასთან დაკავშირებით, რომ შემოდგომაზე ჩინეთიდან თბილისში მსხვილი და საშუალო კომპანიების, სახელმწიფო და კერძო სექტორის სხვადასხვა დარგის სპეციალისტები ჩამოვლენ, რომლებიც თავიათი საქმიანობის მიმართულებებით - ეკონომიკურ, სპორტულ, კულტურულ და სხვა სფეროებში შეხვედრებს გამართავენ.
"ჩინეთის ელჩმა გამოთქვა სრული მზადყოფნა იმისათვის, რომ მაქსიმალურად ხელი შეუწყოს თბილისში ტურისტული ნაკადების შექმნას და და იმ ბიზნესმენებს, რომლებსაც ექნებათ სურვილი ჩვენს ქვეყანაში ერთობლივი საწარმოების შექმნისა. ეს ბუნებრივია ხელს შეუწყობს თბილისელების, ჩვენი მოსახლეობის დასაქმებასა და ჩვენი ეკონომიკის აღმასვლას. შევთანხმდით, რომ ჩვენს დედაქალაქში ჩინეთიდან ჩამოვა ასკაციანი დელეგაცია. შეიძლება ითქვას, რომ ამ შეხვედრით, ამისთვის მზადებას დღეიდან ვიწყებთ. ჩვენ გვექნება მჭიდრო ურთიერთობა, საელჩოსთან იმისათვის, რომ მაქსიმალური მზადყოფნით და მობილიზებულნი დავხვდეთ მათ ჩამობრძანებას", - განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შიხიაშვილმა.
გარდა ამისა, როგორც საკრებულოში განმარტავენ, მათი დელეგაციის ჩინეთში ვიზიტის დროს მიღწეული შეთანხმებითა და ჩინეთის ელჩის დიდი დაინტერესებით, ჩინეთში ქართული ღვინის ექსპორტის საკითხიც განიხილება, რაც "ბიზნესურთიერთობებისა და ეკონომიკური დაახლოებისათვის ერთ-ერთი პირველი და მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება".
"შეხვედრაზე დეტალურად განიხილეს იმ ურთიერთთანამშრომლობის განმტკიცების მემორანდუმის რეალიზებისათვის საჭირო ნაბიჯები, რომელიც თბილისის საკრებულოსა და ჩინეთის ერთ-ერთ უმსხვილეს სავაჭრო-სამრეწველო ქალაქ გუანგჯოუს შორის გაფორმდა", - განმარტავენ საკრებულოში.
საქართველოში ჩინეთის ელჩის შეფასებით კი, ირალი შიხიაშვილთან "ძალიან საინტერესო და მეგობრული შეხვედრა" გამართა.
"ჩვენ ვისაუბრეთ, თუ როგორ უნდა განვავითაროთ ურთიერთობები ქალაქ თბილისსა და ჩინეთის სხვადასხვა ქალაქებს შორის. მით უმეტეს, რომ მე მივიღე ინფორმაცია, რომლის თანახმად, საკრებულოს თავმჯდომარე სულ ახლახანს ჩინეთის ქალაქს გუანგჯოუს სტუმრობდა. სასიხარულოა, რომ მხარეებმა უკვე მოაწერეს ხელი ურთიერთთანამშრომლობის განმტკიცების შესახებ მემორანდუმს . ეს არის ჩინეთის სამხრეთში მდებარე ქალაქი, რომელიც არის ძალიან განვითარებული როგორც ვაჭრობის, ასევე წარმოების თვალსაზრისითაც. იმედი მაქვს, რომ ქალაქ თბილისს მეგობრული უთიერთობა ექნება ჩინეთის სხვა ქალაქებთანაც", - აღნიშნა იუე ბინმა.
ამასთან, საკრებულოს ინფორმაციით, მხარეებმა დააფიქსირეს მზადყოფნა, გააღრმავონ ხალხთაშორისი ურთიერთობები კულტურისა და განათლების სფეროებში აქტიური თანამშრომლობის ხელშეწყობის გზით.
"შეხვედრისას აღინიშნა, ქართული მხარის მიერ საქართველოში ჩინური ინვესტიციების მოზიდვისადმი დაინტერესება და წარმატებით განხორციელების საქმეში ხელშეწყობის მზაობა", - დასძენენ საკრებულოში.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1147
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია