დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ზურაბ აბაშიძე - დანაშაული ნებისმიერ ცივილიზებულ ქვეყანაში ხდება, თუმცა მთავარი მათზე რეაგირებაა
ავტორი:
2014/იანვარი/18 15:00:04
ამ ქვეყნაში დანაშაული ხდებოდა და ხდება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ კრიმინოგენური ვითარების შესახებ ოპონენტი კოლეგის, დავით საყვარელიძის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებზე კომენტირებისას განუცხადა.
მისივე განმარტებით, დანაშაული ნებისმიერ ცივილიზებულ ქვეყანაში ხდება, თუმცა მთავარი შს სამინისტროს მიერ მათზე რეაგირებაა.
"ხშირად მესმის ოპონენტების მხრიდან საუბარი იმაზე, რომ ქვეყანაში კრიმინოგენური ვითარება გაუარესდა. თუმცა რეალური სტატისტიკა აბსოლუტურასდ განსხვევებულია. თუ ოპონენტები საუბრობენ იმაზე, რომ ქვეყანაში ადრე დანაშაული არ ხდებოდა და ხდება დღეს, ეს აბსურდია. დანაშაული ხდებოდა ამ ქვეყანაში, დღესაც ხდება და დანაშაულს ადგილი აქვს ნებისმიერ ცივილიზებულ ქვეყანაში. მთავარია, როგორ მოქმედებს მასზე სამართალდამცავი ორგანოები. მე ვფიქრობ, ჩვენი შსს საკმაოდ ეფექტურად ახორციელებს თავის საქმიანობას და პრევენციასაც ახდენს", - აღნიშნა ზურაბ აბაშიძემ.
ამასთან, ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა დავით საყვარელიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ შსს-ს ცენტრალურ ოფისში ტერიტორიული დანაყოფებიდან გადმოგზავნილი რეალური სტატისტიკის გადაკეთება და დამავლა ხდება, აკლებენ რეალურად ჩადენილი დანაშაულის რაოდენობას და აჩვენებენ სრულიად სხვას.
საყვარელიძის თქმით, 2013 წელს მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები, სამართალდამცავი სისტემის რეფორმირებისა და კრიმინალთან ბრძოლის თვალსაზრისით, მეტწილად მცდარი იყო, რამაც დააზარალა როგორც, ქვეყნის იმიჯი, ისე ათასობით საქართველოს მოქალაქე.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1220
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია