დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
პრეზიდენტი მავთულხლართების გავლების პროცესთან ბრძოლის საუკეთესო საშუალებად ხელისუფლების ყველა შტოს გაერთიანებას მიიჩნევს
ავტორი:
2013/სექტემბერი/27 22:30:02
საქართველოს პრეზიდენტი მავთულხლართების გავლების პროცესთან ბრძოლის საუკეთესო საშუალებად ხელისუფლების ყველა შტოს გაერთიანებას მიიჩნევს.
როგორც მიხეილ სააკაშვილმა ტელეკომპანია "იმედის" გადაცემა "ღია ეთერში" განაცხადა, დიცსა და დვანში მიმდინარე მოვლენები არის შეტევა სუვერენიტეტზე, სახელმწიფოებრიობასა და მომავალზე. პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ შექმნილ ვითარებაში ხელისუფლების ყველა შტომ და საზოგადოებამ ერთად უნდა იმოქმედოს.
"კონსოლიდირებული პოზიცია გვინდა, ეს ვითარება ერთმანეთისთვის ნიშნის მოგებისთვის არ უნდა გამოვიყენოთ. საფრთხის წინაშე ვდგავართ. ჩვენი ძალა ერთობაშია. პოლიტიკის ახალი მიმართულება უნდა ჩამოვაყალიბოთ - საერთაშორისო თანამეგობრობასთან მწყობრი კოორდინაცია. რამდენი კაპიტულაციაც იქნება, მეტად გადაგივლიან, ჩაგქოლავენ. მტაცებლის თვისება არის ის, რომ რაც უფრო გარბიხარ, უფრო მეტად მოგდევს, რომ შეგჭამოს. რუსეთის მტაცებლური ინსტიქტები დღეს მრავალმხრივ ვლინდება. ერთი საერთო ფრონტი გახსნა პუტინმა და მას სჭირდება რამე განსაკუთრებულის გაკეთება, რომ თავი გადაირჩინოს", - განაცხადა სააკაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტმა გასული წლების მოვლენები გაიხსენა და აღნიშნა, რომ რუსეთის მიერ საქართველოში ორგანიზებული ტერაქტების სერია და ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების მუდმივი მცდელობა საერთაშორისო თანამეგობრობისა და აშშ-ის დახმარების შედეგად შეწყდა.
"ასე ხდება მაშინ, როცა იცი, რა გინდა და როცა არ გგონია, რომ რუსეთთან კუდის ქიცინით რამეს გააწყობ. რუსეთს ვერავინ მოატყუებს და სწორედ ამიტომ კონსოლიდირებული პოზიცია უნდა დაუპირისპირო", - აღნიშნა პრეზიდენტმა.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1438
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია