დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
მთავრობის სხდომაზე "არქიმედეს გლობალ ჯორჯიას" ბენეფიციარების სამედიცინო მომსახურების საკითხზე იმსჯელეს
ავტორი:
2014/იანვარი/16 19:30:02
მთავრობის დღევანდელ სხდომაზე სადაზღვევო კომპანია "არქიმედეს გლობალ ჯორჯიას" ბენეფიციარების და მათი სამედიცინო მომსახურების საკითხზე იმსჯელეს. ამის შესახებ ჟურნალისტებს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განუცხადა.
მისი განმარტებით, უშუალოდ კომპანიის გაკოტრებასთან დაკავშირებით დღევანდელ სხდომაზე საუბარი არ ყოფილა. სერგეენკოს თქმით, "არქიმედეს გლობალ ჯორჯიაში" შესაბამისი უწყება - გაკოტრების მენეჯერია შესული.
"ჩვენი მსჯელობის საგანი იყო ის ბენეფიციარები და მათი სამედიცინო მომსახურება, ვინც აქამდე სარგებლობდა "არქიმედეს" მომსახურებით. ჩვენ მთლიანად გადმოვიბარეთ მათი აქტივობები, ჩვენ ასევე ვიზრუნეთ კორპორაციული დაზღვევის მქონეებზეც, რომლებსაც ექნებათ შესაძლებლობა, გახდნენ საყოველთაო ჯანდაცვის საბაზო მომსახურების ბენეფიციარები", - განაცხადა დავით სერგეენკომ.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1238
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია