დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
მაია ფანჯიკიძე - რუსეთმა ყველა ბერკეტი ამოწურა, მაგრამ შეიძლება ახალი ბერკეტის გამოგონების მოწმე გავხდეთ
ავტორი:
2013/დეკემბერი/23 11:30:02
რუსეთმა საქართველოსთან მიმართებაში ყველა ბერკეტი ამოწურა, მაგრამ შეიძლება მაინც გავხდეთ რაიმე ახალი იდეის და ბერკეტის გამოყენების მოწმე , - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაია ფანჯიკიძემ წლის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, როდესაც ჟურნალისტების კითხვას გამოეხმაურა, რა გამოწვევას ელოდება ქართული მხარე ასოცირების ხელშეკრულების მოწერამდე.
მაია ფანჯიკიძის განცხადებით, საფრთხეების ანალიზი და პრევენცია მისი უწყების ერთ-ერთი ამოცანაა.
"ის მაგალითი, რომელიც უკრაინის შემთხვევაში ვიხილეთ, არის ყურადსაღები და გასათვალისწინებელი. რუსეთმა ყველა ბერკეტი ამოწურა, მაგრამ შეიძლება მაინც გავხდეთ რაიმე ახალი იდეის და ბერკეტის გამოგონების მოწმე, ხოლო არსებული ბერკეტების, და მათზე რეაგირების გამოცდილება გვაქვს. ჩვენ გასული ერთი წლის განმავლობაში, არანაკლებ სახიფათო ვითარებაში ვიყავით, საუბარია მავთულხლართებზე და სხვა ბარიერების აშენებაზე და შესაბამის პროვოკაციაზე, რომელზეც საქართველოს მთავრობის რეაქცია ყოველთვის იყო მშვიდი და წყნარი. ჩვენ გავაგრძელებთ ასეთ რეაქციას და არ დავუშვებთ სიტუაციის გამწვავებას", - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.
საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ქართული მხარის მცდელობა რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზების კუთხით, რუსეთის მხრიდან ადეკვატურად იქნა აღქმული.
მაია ფანჯიკიძის განცხადებით, ეს ეხება სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობების აღდგენას.
"თუკი ჩვენ სავიზო რეჟიმის გაუქმებასაც მივაღწევთ, ეს იქნება პოზიტიური დინამიკა", - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.
როგორც საგარეო საქმეთა მინსიტრმა აღნიშნა, მიუხედავად პოზიტიური დინამიკისა, ჩვენ მაინც ვხედავდით მავთულხლართების გაბმის პროცესს. მისი თქმით, როდესაც ტერიტორიების 20% ოკუპირებულია და ქვეყნის შემადგენელი ორი ნაწილი დამოუკიდებლად არის აღიარებული "ამაზე მეტი წნეხი რა უნდა იყოს".
როგორც მაია ფანჯიკიძემ განაცხადა, გამორიცხული არ არის, რომ პროვოკაციები იყოს იგივე აღიარების კუთხით და ასევე გაეროში რეზოლუციების კუთხით.
"ამ მიმართულებით ახალ გამოწვევებზე აქტიურად ვმუშაობთ. ვეცდებით, რომ მოსალოდნელ საფრთხეებს მომზადებული შევხვდეთ", - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.
ამასთან, საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ რა სახის პროვოკაციაც არ უნდა იყოს, ქართულ მხარეს მათი გამკლავება შეუძლია და ამაში პარტნიორების მხარდაჭერის იმედიც აქვს.




წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1009
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია