დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ახალი თავმჯდომარე ჰყავს 
ავტორი:
2014/იანვარი/16 16:00:07
23 დეპუტატი არცერთის წინააღმდეგ- თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულომ კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრი გიორგი დალაქიშვილი თავმჯდომარედ ერთხმად აირჩია. სხდომა დღის 12 საათზე დაიწყო. თავმჯდომარის თანამდებობაზე დასახელდა მხოლოდ ერთი კანდიდატურა. საკრებულოს 29 დეპუტატი ჰყავს, აქედან დღევანდელ სხდომას 23 დეპუტატი დაესწრო. არჩევნები ფარული კენჭისყრით მიმდინარეობდა. გიორგი დალაქიშვილი იყო დეპუტატი „ალიანსი საქართველოსთვის“ 2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში პროპორციული სიით გამარჯვებული. დღესვე ცნობად მიიღო საკრებულომ ახალი ფრაქცია „თავისუფლებას“ შექმნა. თეთრიწყაროს საკრებულოს ყოფილმა თავმჯდომარემ გიორგი მესტვირიშვილმა 6 იანვარს თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა. გიორგი მესტვირიშვილი ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრია. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ თამარ დალაქიშვილმა და დებუტატებმა ახალ თავმჯდომარეს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცეს და წარმატებები უსურვეს. გიორგი დალაქიშვილის განცხადებით საკრებულო იქნება ეფექტური და ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ადგილობრივმა მოსახლეობამ თავი უკეთესად იგრძნოს. სხდომა ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობდა.
წყარო: info9.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1173
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია