დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ირაკლი ღარიბაშვილი - არავის სჭირდება მერაბიშვილის გატაცება, ის ძალიან კარგად ზის და კარგად იჯდება
ავტორი:
2014/იანვარი/16 12:00:07
არავის სჭირდება მერაბიშვილის გატაცება, ის ძალიან კარგად ზის და კარგად იჯდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან შეხვედრაზე განაცხადა.
საკნიდან გატაცებასთან დაკავშირებით მერაბიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას პრემიერმა პროვოკაცია და ოთარ ფარცხალაძის წინააღმდეგ წინასწარ დაგეგმილი, კარგად ორგანიზებული ბინძური კამპანია უწოდა.
მისი თქმით, სხვათაშორის საინტერესოდ დაემთხვა კეზერაშვილის ფინანსების გამომზეურება და თუნდაც ის ფაქტი, რომ ეს შეიძლება არა მხოლოდ კეზერაშვილის ფინანსები იყო, არამედ სხვა მაღალი თანამდებობის პირებთან იყოს დაკავშირებული.
"ჩვენ მაშინ გამოვთქვით მოსაზრება, რომ ბატონი მერაბიშვილი აშანტაჟებდა, ან შესაძლოა ჰქონდა მცდელობა საკუთარი გუნდის წევრები და პირველ რიგში ყოფილი პრეზიდენტი დაეშანტაჟებინა. ეს იყო კარგად ორგანიზებული დაგეგმილი კამპანია ოთარ ფარცხალაძის წინააღმდეგ. მერაბიშვილი გაიტაცეს და ა.შ. არავის არ სჭირდება მისი გატაცება, ის ძალიან კარგად ზის და კარგად იჯდება", - აღნიშნა ღარიბაშვილმა.
რაც შეეხება ამ ფაქტთან დაკავშირებით სოზარ სუბარის მიერ გაკეთებულ შეფასებას და გენინსპექციის დასკვნას, პრემიერმა არ იცის, ამაზე რატომ არსებობს კითხვები და რატომ არ არის ეს დასკვნა კომპეტენტური.
მისი თქმით, თუ ვინმეს აქვს დარჩენილი კითხვა შეუძლია გაესაუბროს სუბარის უწყების წარმომადგენლებს და ისინი დეტალურად გააკეთებენ განმარტებას.
"მე, პირადად, არ მაქვს არავითარი დარჩენილი კითხვა ამ ფაქტთან დაკავშირებით. ვენდობი ამ შეფასებას და დასკვნას და მე ვფიქრობ, საზოგადოების უმრავლესობას არ აქვს რაიმე კითხვა", - აღნიშნა პრემიერმა.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1190
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია