დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
თინათინ ხიდაშელი - ვანო მერაბიშვილმა ყველაზე კარგად იცის, როგორ რეჟიმში მუშაობს ვიდეოკამერები სასჯელაღსრულების დაწესებულებებში
ავტორი:
2014/იანვარი/15 16:30:03
საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი წევრის, თინათინ ხიდაშელის განცხადებით, ვანო მერაბიშვილმა და "ნაციონალურმა მოძრაობამ" ყველაზე კარგად იცის, თუ როგორ რეჟიმში მუშაობს ვიდეოკამერები სასჯელაღსრულების დაწესებულებებში, - ამის შესახებ თინა ხიდაშელმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, მისთვის თავიდანვე იყო ცნობილი, რომ ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებით ვიდეომასალა არ არსებობდა.
"სახალისო შეკითხვა უნდა დავსვა, როგორ ფიქრობთ, საქართველოში ყველაზე კარგად ვინ იცის დღესაც კი, რეალურად რა რეჟიმში მუშაობს ვიდეოკამერები, რომელიც სხვადასხვა უწყებებშია დამონტაჟებული. რომელს აქვთ 24 საათიანი ჩაწერის რეჟიმი, რომელს უბრალოდ თვალთვალის ფუნქცია ჩაწერის გარეშე, რა პერიოდულობით ხდება გადაწერა და წაშლა. ყველაზე კარგად ამ ინფორმაციის მატარებელი, ჩემი აზრით, ვანო მერაბიშვილი იყო, ამიტომ ძალიან ნათელი და მარტივი იყო მათი მოქმედება. ჩვენი პრობლემა კი ის იყო, რომ ეს არ ვიცოდით. მათ იცოდნენ, რომ კონკრეტულ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში კამერები რა რეჟიმში მუშაობდნენ", - განაცხადა თინა ხიდაშელმა.
რაც შეეხება "ნაციონალური მოძრაობის" მოთხოვნებს, რომელიც ეხება სოზარ სუბარის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას, ასევე პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნას და პროკურატურის მიერ გამოძიების დაწყებას, თინა ხიდაშელი მიიჩნევს, რომ სოზარ სუბარის პასუხისმგებლობის საკითხი მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება დადგეს, თუ მისი ბრალეულობა რაიმეში იკვეთება. როგორც ხიდაშელი აცხადებს, თავად "ნაციონალური მოძრაობის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში და ვანო მერაბიშვილის განცხადებაშიც არსად არ ფიგურირებს სოზარ სუბარის მიერ რაიმე ტიპის გადაცდომაზე, ან დანაშაულზე საუბარი.
რაც შეეხება საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნას, ხიდაშელი აცხადებს, რომ ამ იდეას კატეგორიულად არ დაეთანხმება.
"კატეგორიულად არ დავეთანხმები ამ იდეას, იმიტომ, რომ ეს კომისია არის განსაკუთრებული ღონისძიება, რომელიც განსაკუთრებულ შემთხვევებში იქმნება. ეს არ არის ამ ტიპის საქმე",- განაცხადა თინა ხიდაშელმა.
რაც შეეხება "ნაციონალური მოძრაობის მოთხოვნას, რომ პროკურატურამ ავტომატურ რეჟიმში დაიწყოს საქმის გამოძიება, "ვანო მერაბიშვილს, ან კიდევ რომელიმე მის მეგობარ ზონდერს, მაგალითად ბატონ ონიანს და მსგავს ადამიანებს რამდენი რამე ცუდი სიზმარი ექნებათ, ყველაფერზე რომ პროკურატურამ გამოძიება დაიწყოს და პარლამენტმა საგამოძიებო კომისიები შექმნას, მე ვფიქრობ, რომ არასერიოზულია".
ამასთან, თინა ხიდაშელის განცხადებით, ვანო მერაბიშვილის ინციდენტის შემდეგ სპეციალისტების ჯგუფმა შეამოწმა ყველა სასჯელაღსრულების დაწესებულება და როგორც აღმოჩნდა, პრაქტიკულად არც ერთი ვიდეოკამერა არ აკმაყოფილებს იმ ნორმებს, რისთვისაც ისინი არსებობენ. დეპუტატის განცხადებით, უმრავლეს შემთხვევაში მათ ჩაწერის მაგივრად მხოლოდ თვალთვალის ფუნქცია აკისრიათ.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1031
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია