დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
უჩა ნანუაშვილი ევროსაბჭოს მონიტორინგის კომიტეტის წარმომადგენლებს ხვდება
ავტორი:
2014/იანვარი/14 10:30:03
სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი ევროსაბჭოს მონიტორინგის კომიტეტის წარმომადგენლებს, მაიკლ იენსენსა და ბორის სილევიჩს ხვდება.
როგორც შეხვედრის დაწყებამდე უჩა ნანუაშვილმა განაცხადა, საუბარი შეეხება ყველა საკითხს, რომელიც იყო აქტუალური ბოლო თვეების განმავლობაში.
"ეს არის მორიგი ვიზიტი მონიტორინგის კომიტეტის. ჩვენ გვექნება საუბარი აბსოლუტურად ყველა საკითხზე, რომელიც იყო აქტუალური ბოლო თვეების განმავლობაში. საუბარი იქნება როგორც პენიტენციალურ სისტემაში არსებულ მდგომარეობაზე, ისე მართლმსაჯულების კუთხიტაც არსებულ საკითხებზე. ასევე საუბარი იქნება იმ საქმეებზე, რომელთა განხილვაც მიმდინარეობს სხვადასხვა სასამრთლოებში. ყურადღებას გავამახვილებთ მედიაში არსებულ მდგომარეობაზე, დევნილთა მდგომარეობაზე, უმცირესობებთან დაკავშირებულ საკითხებზე. ასევე ვისაურებთ ყველა იმ საკითხზე, რომელსაც მონიტორინგის კომიტეტი ფარავს", - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.
მისივე თქმით, საუბარი ასევე შეეხება გახმაურებულ დაკავებებს, რომელიც ბოლო პერიოდში იყო.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1109
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია