დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
პარლამენტი "სახელმწიფო ენის შესახებ" კანონპროექტის განხილვას იწყებს
ავტორი:
2014/სექტემბერი/08 09:30:02
პარლამენტი "სახელმწიფო ენის შესახებ" ინიცირებული კანონპროექტის განხილვას იწყებს. პროექტზე დღეს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე იმსჯელებენ.
"სახელმწიფო ენის შესახებ" პროექტისა და მასთან ერთად "მაუწყებლობის შესახებ" კანონში შესატანი ცვლილებების ინიცირება პარლამენტში საშემოდგომო სესიის გახსნისას მოხდა. საკანონმდებლო პაკეტის ინიციატორია განათლებისა და მეცნიერების საპარლამენტო კომიტეტი, ხოლო ავტორი - ენათმეცნიერებისა და იურისტთა ჯგუფი.
პარლამენტში წარდგენილი პროექტით განისაზღვრება სახელმწიფო ენის სტატუსი, მისი დაცვის გარანტიები, სახელმწიფო და სხვა ენის გამოყენების თავისებურებები, განათლების ენის არჩევის შესაძლებლობა, სახელმწიფო ენის გამოყენების პრინციპები და სხვა საკითხები. პროექტით გათვალისწინებულია სახელმწიფო ენის დეპარტამენტის და სახელმწიფო ენის მუდმივმოქმედი კომისიის შექმნა, ასევე, პასუხისმგებლობის ზომები და ფულადი სანქციები "სახელმწიფო ენის შესახებ" კანონის მოთხოვნათა დარღვევისათვის.
რაც შეეხება "მაუწყებლობის შესახებ" კანონში შესატან ცვლილებებს, კანონს ემატება მუხლი, რომლის მიხედვით, იმ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში, რომლებიც მაუწყებლობენ სახელმწიფო ენაზე, კანონმდებლობით დადგენილი წესით, აუცილებლობის შემთხვევაში შეიძლება გამოყენებულ იქნას არასახელმწიფო ენებიც, მაგრამ ტელე და რადიო მაუწყებლობის საეთერო დროის არა უმეტეს 10%-სა. ამასთან, მაუწყებლის მიერ ნაჩვენები უდიოვიზუალური პროდუქციის თარგმნისას და დუბლირებისას გამოიყენება სახელმწიფო ენა, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
როგორც პარლამენტის ბიუროს წინა სხდომაზე საკითხის ინიცირებისას დავით უსუფაშვილმა განაცხადა, პროექტთან დაკავშირებით დიდი ხანია კომიტეტი მუშაობს, ინიცირებამდე კი, პროექტი ექსპერტიზისთვის ვენეციის კომისიაში გაიგზავნა, საიდანაც მოსულია დაწვრილებითი დასკვნა. უსუფაშვილის თქმით, განხილვისას იქნება საშუალება იმისა, გათვალისწინებულ იქნას საერთაშორისო, კომპეტენტური ექსპერტების მოსაზრებები.
"ასეთი გრძელი გზით იმიტომ წავედით, ინიცირებამდე იმიტომ მოხდა პროექტის ექსპერტიზა, რომ საკითხის უკიდურესად მაღალი სახელმწიფოებრივი მნიშვნელობიდან და მგრძნობიარობიდან გამოვდივართ, რადგან ძალიან სერიოზულ თემას შეეხება", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა ბიუროს სხდომაზე.
პროექტან დაკავშირებით შენიშვნები აქვს პარლამენტის საბიუჯეტო ოფისს - მის ფინანსურ დასაბუთებასთან დაკავშირებით. კერძოდ, როგორც ბიუროს სხდომაზე ითქვა, დაგეგმილია სახელმწიფო ენის დეპარტამენტის შექმნა 50 თანამშრომლით და მისთვის მილიონის გამოყოფა, თუმცა დასაბუთებული არ არის, როგორ მოხდა აღნიშნული თანხის გაანგარიშება და როგორ განაწილდება ის.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 791
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია