დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
დავით ნარმანიამ 2014 წლის სამოქმედო გეგმა წარმოადგინა
ავტორი:
2014/იანვარი/09 13:30:03
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, დავით ნარმანიამ 2014 წლის სამოქმედო გეგმა წარადგინა.
მინისტრის ინფორმაციით, მიმდინარე წელს რეაბილიტაცია ჩაუტარდება 250 კილომეტრ საავტომობილო გზას და 30 საავტომობილო ხიდს. აგრეთვე, აშენდება 5 ახალი ხიდი. ჩქაროსნულ ავტომაგისტრალზე სამუშაოები ერთდროულად წარიმართება 7 მონაკვეთზე, ჯამში 140 კილომეტრზე. მათ შორის დაიწყება თბილისი-რუსთავის ავტომაგისტრალის მშენებლობა - სამუშაოების განახორციელებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია "სინოჰიდრო კორპორეიშენ ლიმიტედი". გარდა ამისა, დაიწყება აგარა ოსიაურის მონაკვეთის მშენებლობა, სამტრედია-გრიგოლეთის გზის მშენებლობა. დასრულდება რუისი-აგარის მონაკვეთის და ქუთაისის შემოვლითი-სამტრედიის მონაკვეთის მშენებლობა, გაგრძელდება ზესტაფონი-ქუთაისი-ქუთაისის შემოვლითი გზის და ქობულეთის შემოვლითი გზის II ლოტის მშენებლობა.
"ასევე, დაიწყება საუკუნის პროექტად წოდებული არხოტის 25-კილომეტრიანი გზის მშენებლობა. გზა პირიქითა და პირაქეთა ხევსურეთს ერთმანეთს დააკავშირებს. მშენებლობა 2014 წლის გაზაფხულზე დაიწყება. ამ დრომდე იქ მხოლოდ საცალფეხო ბილიკი არსებობს და ადგილობრივებს, რომლებმაც მხარე უგზოობისა და პირობების არქონის გამო დატოვეს, საკუთარ სახლში მისვლა, პრაქტიკულად, არ შეუძლიათ. საავტომობილო გზის გაჭრის შემდეგ მშობლიურ მხარეში დაბრუნების მზაობა უკვე 32 ოჯახმა გამოთქვა. დაიგეგმა საჩხერე-შქმერი-ონის გზის მშენებლობაც. აღნიშნული პროექტის განხორციელებით, თბილისიდან ონამდე გზა ორსაათნახევარში დაიფარება. რაც მთავარია, სიცოცხლე დაუბრუნდება ზემო რაჭის პრაქტიკულად დაცლილ ხეობას",-განაცხადა ნარმანიამ.
მინისტრის თქმით, მიმდინარე წელს სამინისტროს ბიუჯეტი 875 მილიონ ლარს შეადგენს. აქედან საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე დაიხარჯება 501 მილიონი ლარი, რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისთვის - 187 მილიონი ლარი, წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის აღდგენა-რეაბილიტაციისთვის - 131 მილიონი ლარი, იძულებით გადაადგილებული პირების მხარდაჭერისთვის - 50 მილიონი ლარი; რეგიონებისა და ინფრასტრუქტურის განვითარების პოლიტიკის შემუშავებისა და მართვისთვის - 5 მილიონი ლარი.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1118
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია