დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
აკაკი ბობოხიძე - სახელმწიფოს ყველაფერი უნდა გაეკეთებინა მუხროვანის ამბოხების ჩასახშობად
ავტორი:
2014/თებერვალი/05 15:00:03
მუხროვანში მზადდებოდა ჩვეულებრივი ამბოხი და სახელმწიფოს ყველაფერი უნდა გაეკეთებინა ამ ამბოხების ჩასახშობად, - ამის შესახებ საპარლამენტო უმცირესობის წევრმა აკაკი ბობოხიძემ საპარლამენტო სესიაზე განაცხადა. მისი თქმით, არც ამირიძეს, არც კრიალაშვილსა და არც ოთანაძეს მუხროვანის სამხედრო ბაზასთან არაფერი ესაქმებოდათ.
"როდესაც ეკა ბესელია და ირაკლი სესიაშვილი ამბობენ, რომ ეს არ იყო ამბოხი, მაპატიეთ, მაგრამ არც ამირიძეს, არც კრიალაშვილსა და არც ოთანაძეს იმ სამხედრო ნაწილთან არაფერი ესაქმებოდათ. ისინი არ იყვნენ იმ სამხედრო ნაწილის არა მარტო ხელმძღვანელი პირები, არამედ წევრებიც. თურმე ჯარისკაცები აპირებდნენ პროტესტის გამოხატვას და ამისთვის მოიწვიეს ოთანაძე, ამირიძე და კრიალაშვილი. დიახ ბატონებო, მზადდებოდა ჩვეულებრივი ამბოხი და სახელმწიფოს ყველაფერი უნდა გაეკეთებინა ამ ამბოხების ჩასახშობად", - განაცხადა ბობოხიძემ.
მისივე თქმით, ოთანაძე და კრიალაშვილი ერთ-ერთი მთავარი მოთამაშეები იყვნენ 1990-1991 წლებში, გვარდიის ამბოხში.
"მე მინდა გამოვეხმაურო ნუკრი ქანთარიას განცხადებას. მე ძალიან კარგად მახსოვს საზოგადო მოღვაწეების გამოსვლა 1990-91-იან წლებში, იმ აქტიურ პროცესში, რომლის მონაწილეც მეც ვიყავი და შედარებით ნაკლებად ქანთარიაც. ეს ეხება იმ პერიოდს, როდესაც მზადდებოდა სახელმწიფო გადატრიალება და როდესაც ზვიად გამსახურდიამ დააპირა შესაბამისი ღონისძიებების გატარება ამბოხებული გვარდიის წინააღმდეგ, ქართული ინტელიგენცია, პოლიტიკური პარტიები და მათ შორის მეც, შუაში ჩავდექით იმ ლოზუნგით, რომ როგორ შეიძლება ქართველმა ქართველს ტყვია ესროლოს. მაგრამ, როდესაც მთავრობის სასახლესთან ატყდა ნამდვილი ომი, შუაში არავინ არ ჩამდგარა და მოყვა უამრავი ადამიანის დაღუპვა. მაშინ რომ ზვიად გამსახურდიას კანონით მინიჭებული ღონისძიებების გატარების განხორციელების საშუალება ჰქონოდა, საქართველოს არ დაეღუპებოდა ამდენი ადამიანი. მაშინ, ბატონი კრიალაშვილი და ბატონი ოთანაძე იყვნენ ერთ-ერთი მსხვილი მონაწილეები და მოთამაშეები იმ პროცესის", - აღნიშნა ბობოხიძემ.
დღეს, პალამენტის სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ნუკრი ქანთარიამ განაცხადა, რომ "ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივანი გვამებს ითხოვს, თავმჯდომარეს კი მთელი პარტია ფეხებზე ჰკიდია. ნუკრი ქანთარიას თქმით, ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებით გავრცელებულ ვიდეოს "ნაციონალურ მოძრაობა" ან უნდა გაემიჯნოს ან პასუხისმგებლობა უნდა აიღოს.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 931
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია