დაისვენე კურორტ ახალდაბაში
„საქართველოს გზის“ თავმჯდომარე საგანგებო განცხადებას ავრცელებს 
ავტორი:
2014/იანვარი/08 23:30:06
"არ შემიძლია არ გამოვეხმაურო საპატრიარქოსთან მომხდარ ინციდენტს. ფაქტია, რომ გარკვეული ჯგუფები ძალისხმევას არ იშურებენ, რათა საზოგადოებაში მოხდეს დაპირისპირების პროვოცირება და ამისათვის ისეთ ფაქიზ თემებსაც არ ერიდებიან, როგორიცა რელიგიური და ეთნიკური საკითხები.
ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიას აქვს ის პოზიციები და შეხედულებები, რასაც საუკუნეების განვმალობაში ქადაგებდა და სწორედ ქართულმა მართლმადიდებლურმა ეკლესიამ გადაარჩინა ჩვენი ერის კულტურული და ისტორიული მემკვიდრეობა, ტრადიციები.
საშობაო ეპისტოლეც და საპატრიარქოს განცხადებაც მიმართულია ეკლესიის მრევლისა და ყველა მოქალაქისადმი, ესაა ეკლესიის პოზიცია და თუ გარკვეული ჯგუფები არ ეთანხმებიან ამ პოზიციას, მათ უფლება აქვთ არ გაიზიარონ და საკუთარი ცხოვრება გააგრძელონ იმ სტილით, რა სტილითაც მართებული მიჩნიათ. ამის გამოხატვა საპროტესტო აქციით და ქვეყნის მოსახლეობის დიდი უმრავლესობის რელიგიურ გრძნობებზე თამაშით სხვა არაფერია, თუ არა სიტუაციის ხელოვნურად დაძაბვის და საზოგადოებაში არეულობის შეტანის მცდელობა.
ამ ქვეყანაში ყველა მოქალაქეს აქვს კონსტიტუციური გარანტია იმისა, რომ მათი ეთნიკური, რელიგიური კუთვნილების მიუხედავად დაცული იქნება მათი უფლებები.
მინდა საზოგადოებას მოვუწოდო, რომ საკუთარი პოზიციების მიუხედავად, ერთად ავირიდოთ თავიდან დაძაბულობა და ჩვენი ძალისხმევა მივმართოთ არა დაყოფის, არამედ ხალხის და ქვეყნის გაერთიანებისადმი", - აცხადებს მურვანიძე.
წყარო: info9.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1227
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია