დაისვენე კურორტ ახალდაბაში
როსტოვის მაცხოვრებელი ავტომატის გაუმართაობის გამო მილიონერი "გახდა"
ავტორი:
2013/სექტემბერი/19 22:58:02
ბანკომატის პროგრამის გაუმართაობის გამო როსტოვის მაცხოვრებელი, რომელიც 40 ათასი რუბლის მოხსნას გეგმავდა, მილიონერი "გახდა", იტყობინება როსტოვის ოლქის შინაგან საქმეთა სამინისტროს მთავარი სამმართველო. მომხდარის შესახებ პოლიციას ერთერთმა ბანკმა აცნობა. "როცა დონის დედაქალაქის მაცხოვრებელმა ციფრების კომბინაცია შეიყვანა, 40 ათასის  ნაცვლად ბანკომატმა ორმოცი ცალი ხუთიათასიანი კუპიურა გასცა. შედეგად ეჭვმიტანილს ხელში 200 ათასი რუბლი აღმოაჩნდა. მიხვდა რა, რომ მას კიდევ შეუძლია ამდენივე თანხა მიიღოს, მან კომბინაცია კიდევ ოთხჯერ გაიმეორა, შემდეგ კი მიიმალა", იტყობინება საიტი rambler.ru როგორც ცნობილია 29 წლის, ერთერთი ბანკის ოქროს ბარათის მფლობელს ანგარიშზე 200 ათასი რუბლი ჰქონდა. სავარაუდოდ, აღიძრება სისხლის სამართლის საქმე "ძარცვის" მუხლით.
წყარო: news.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1288
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია