დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ნინო ბურჯანაძემ პატრიარქს დაბადების დღე მოულოცა
ავტორი:
2014/იანვარი/04 14:00:04
"დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს" ლიდერი ნინო ბურჯანაძე უწმინდესსა და უნეტარესს ილია მეორეს საპატრიარქოში ეწვია და დაბადების დღე მოულოცა.
როგორც პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ნინო ბურჯანაძე და "დემოკრატიული მოძრაობა" უდიდესი მოწიწებითა და სიყვარულით ულოცავს უწმინდესსა და უნეტარესს, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს ილია მეორეს დაბადების 81 წლის იუბილეს, უსურვებს ჯანმრთელობას, მხნეობასა და ხანგრძლივ სიცოცხლეს.
"უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე, საქართველოს უახლესი ისტორიის, უდიდესი საეკლესიო და საზოგადო მოღვაწე გახლავთ. კათალიკოს-პატრიარქის ცხოვრებისა და მოღავაწეობის თითოეული დღე სავსეა საკუთარ ქვეყანასა და ხალხზე ზრუნვით, მოყვასის უსაზღვრო სიყვარულით, სათნოებითა და სასოებით. უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ეკლესია, 36 წლის წინ, უმძიმეს ვითარებაში ჩაიბარა. მისი საჭეთმპყრობლობის პერიოდში საქართველოს ეკლესიის ეპარქიათა რიცხვი 15-დან 39-მდე გაიზარდა. ჩვენი ქვეყნის მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მანძილზე სწორედ მისი მოღვაწეობის პერიოდში აშენდა და რესტავრაცია გაუკეთდა ყველაზე მეტ ეკლესია-მონასტერს, აშენდა საქართველოში ყველაზე დიდი ეკლესია - წმინდა სამების საკათედრო ტაძარი. დღეს საქართველოს ეკლესია მსოფლიოში ერთადერთია მსოფლიოს მართლმადიდებულ ეკლესიებს შორის სადაც წმინდა სინოდის ყველა წევრი ერთი პატრიარქის მიერაა ნაკურთხი. უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საკუთარ ცხოვრებასა და მოღვაწეობას "მზიანი ღამე" უწოდა. მისი უწმინდესობის ლოცვა-კურთხევის მადლი კიდევ დიდხანს იფარავდეს და ეწეოდეს ჩვენს სამშობლოს და სრულიად მართლმადიდებელ სამყაროს", - აღნიშნულია განცხადებაში.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1200
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია