დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ქალთა N5 დაწესებულებაში წინასაახალწლო კონცერტი გაიმართა 
ავტორი:
2013/დეკემბერი/30 23:30:03
სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ინიციატივით, ქალთა N5 დაწესებულებაში წინასაახალწლო კონცერტი გაიმართა. საქველმოქმედო აქციაში მომღერლები: ვერიკო ტურაშვილი, ანსამბლი “მეტეხი”, ნინო ბაშარული, მარიკო ებრალიძე და გიორგი ცხვარიაშვილი მონაწილეობდნენ. კონცერტის მსვლელობისას საკუთარი ლექსები მსჯავრდებულმა ქალბატონებმაც წაიკითხეს. სპეციალურად ამ დღისთვის მსჯავრდებულებს საახალწლო საჩუქრები სხვადასხვა კომპანიის წარმომადგენლებმა პირადად გადასცეს. განსაკუთრებული საჩუქრები იმ პატარებს ერგოთ, რომლებიც მსჯავრდებულ დედებთან ერთად სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ცხოვრობენ. საახალწლო ღონისძიებას მოწვეული სტუმრებთან ერთად სასჯელაღსრულების დეპარტამენტისა და ციხის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი პირებიც ესწრებოდნენ. წინასაახალწლო ღონისძიებები სასჯელაღსრულების სხვა დაწესებულებებშიც იგეგმება.
წყარო: info9.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1246
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია