დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ობამამ რუსეთის მიერ სეპარატისტებისთვის მხარდაჭერის გამო შეშფოთება გამოთქვა
ავტორი:
2014/აპრილი/15 10:30:02
აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბრისას ღრმა შეშფოთება გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთი მხარს უჭერს შეიარაღებულ სეპარატისტებს, რომლებსაც უკრაინაში სახელმწიფო შენობები აქვთ დაკავებული. ამის შესახებ ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს.
"პრეზიდენტმა ობამამ ხაზი გაუსვა, რომ უკრაინაში მოქმედმა უკანონო შეიარაღებულმა ფორმირებებმა იარაღი უნდა ჩააბარონ. მან ასევე მოუწოდა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს გამოიყენს საკუთარი გავლენა ამ შეიარაღებულ პრორუს დაჯგუფებებზე, რათა დაარწმუნოს ისინი დატოვონ დაკავებული შენობები", - ნათქვამია თეთრის სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ აღნიშნა უკრაინაში შექმნილი ვითარების დეესკალაციის მიზნით უკრაინის საზღვრებიდან რუსეთის ჯარების გაყვანის მნიშვნელობა.
როგორც თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ბარაქ ობამამ ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბრისას ხაზი გაუსვა, რომ მიუხედავად რუსეთის ოფიციალური პირების განცხადებისა, უკრაინის ხელისუფლება თავშეკავებით მოქმედებს.
ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ თუ რუსეთი პოზიციას არ შეიცვლის, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები გაიზრდება.
"პრეზიდენტმა აღნიშნა რუსეთის მზარდი პოლიტიკური და ეკონომიკური იზოლაცია, რომელიც უკრაინაში მისი ქმედებების შედეგია და ნათელი გახადა, რომ საფასური, რომელსაც რუსეთი უკვე ახლავე იხდის, გაიზრდება, თუ რუსეთი პოზიციას არ შეიცვლის", - ნათქვამია თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ამასთან, კრემლის ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტ ბარაქ ობამასთან სატელეფონო საუბრისას ვლადიმერ პუტინმა უკრაინის ხელისუფლება ქვეყნის რუსულენოვანი მოსახლეობის უფლებების დარღვევაში დაადანაშაულა და უკრაინის ფედერალიზაციის აუცილებლობას გაუსვა ხაზი.
"პრეზიდენტმა პუტინმა მოუწოდა ბარაქ ობამას არ დაუშვას აღმოსავლეთ უკრაინაში სისხლისღვრა და სპეკულაცია უწოდა დონბასში რუსეთის არმიის დივერსიული ჯგუფების შესახებ ინფორმაციას", - ნათქვამია კრემლის განცხადებაში.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1051
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია