დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
დავით უსუფაშვილი - საკონსტიტუციო კომისია მუშაობას იანვრის მეორე ნახევრიდან შეუდგება
ავტორი:
2013/დეკემბერი/30 15:30:03
საკონსტიტუციო კომისია მუშაობას იანვრის მეორე ნახევრიდან შეუდგება, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა წლის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისივე განმარტებით, საკონსტიტუციო კომისია კონსტიტუციური ცვლილებების ან კონსტიტუციის გადასინჯვის პროექტს პარლამენტს 2014 წლის 1-ელ სექტემბრამდე წარუდგენს.
"კომისია მუშაობას იანვრის მე-2 ნახევრიდან დაიწყებს. მისი მუშაობის ტექნიკური და ფინანსური უზრუნველყოფა მოხდება პარლამენტის მიერ. კომისიაში 60-მდე წევრი იქნა შეყვანილი ბალანსის იმ მოდელით, რომელზეც ჯერ კიდევ ოქტომბერში მივიღეთ გადაწყვეტილება. საკონსტიტუციო კომისიაში შეიქმნება სამუშაო ჯგუფები, რომლებიც გარკვეული მიმართულებებით იმუშავებენ და მერე ერთიან ტექსტს მოეყრება თავი", - განაცხადა უსუფაშვილმა.
ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარის ინფორმაციით, საკონსტიტუციო კომისიის გარდა გათვალისწინებულია მრჩეველთა საბჭოს შექმნაც.
"მრჩეველთა საბჭოში მოვიწვევთ სხვადასხვა პროფესიის ძალიან ბევრ წარმომადგენელს. კონსტიტუცია არ არის მხოლოდ იურისტების საქმე, მეტიც, იურისტების საქმე არის მხოლოდ ბოლო ეტაპზე, როცა ზუსტი იურიდიული ფორმულირებაა მოსაძებნი, კონსტიტუცია ესაა სახელმწიფოს შესახებ დოკუმენტი, სახელმწიფო კი რთული და კომპლექსური თემაა, აქ არიან საჭირო ისტორიკოსები, პოლიტოლოგები, მართვის სპეციალისტები, ფსიქოლოგები და ა.შ. ბევრი ადამიანის ჩართულობაა საჭირო, ეს კი მიგვიყვანს იმ შედეგამდე, როცა თითოეულ სიტყვას თავისი დატვირთვა ექნება", - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1213
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია