დაისვენე კურორტ ახალდაბაში
კახა კალაძე - პროფესიონალი მეომარი სამშობლოს ღირსება და პატივია, სადაც არ უნდა იბრძოდეს ის
ავტორი:
2014/დეკემბერი/21 20:00:02
პროფესიონალი მეომარი სამშობლოს ღირსება და პატივია, სადაც არ უნდა იბრძოდეს ის, - ასე ეხმაურება ენერგეტიკის მინისტრი, ვიცე-პრემიერი კახი კალაძე უკრაინაში ქართველი მებრძოლის ალექსანდრე გრიგოლაშვილის დაღუპვას.
`ვუსამძმრებ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლი ჩვენი თანამემამულის ალექსანდრე გრიგოლაშვილის ოჯახს, ახლობლებს. ხსოვნა იყოს იმ მეომრების, ვინც თავისუფლებისთვის ბრძოლაში დაიღუპა საქართველოში, უკრაინაში. პროფესიონალი მეომარი - ეს არის მისი სამშობლის ღირსება და პატივი, სადაც არ უნდა იბრძოდეს ის - დედამიწის ნებისმიერ კუთხეში. თითოეული ჩვენი თანამემამულის, ზოგადად ადამიანის სიცოცხლე ძვირფასია, ტრაგიკულია გარდაცვალება, ხოლო დანაკლისის სიმძიმე კი უსაზღვრო", - წერს კახი კალაძე.
32 წლის ალექსანდრე გრიგოლაშვილი, რომელიც 2007-2008 წლებში საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მსახურობდა, უკრაინაში 18 დეკემბერს გარდაიცვალა.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1134
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია