დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ზაზა გაბუნია - თქვენ აპირებთ თბილისის ბიუჯეტის ხარჯით პარტიული ამოცანების განხორციელებას
ავტორი:
2013/დეკემბერი/29 21:00:02
თქვენ აპირებთ თბილისის ბიუჯეტის ხარჯით პარტიული ამოცანების განხორციელებას, - ამ განცხადებით ფრაქცია "ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარემ ზაზა გაბუნიამ საკრებულოს სხდომაზე თბილისის მთავრობის წარმომადგენლებს და "ნაციონალური მოძრაობის" წევრებს მიმართა.
მისი თქმით, მთავრობის მხრიდან წარმოდგენილი საბიუჯეტო პროექტით, ნათელი ხდება, რომ დედაქალაქის აღმასრულებელი ხელისუფლება თბილისის ხარჯზე აპირებს პარტიული ამოცანების შესრულებას და ამ თვალსაზრისით წინა წლების პრაქტიკის გაგრძელებას. "არ მოგცემთ ფულის ფლანგვის საშუალებას", - განაცხადა ზაზა გაბუნიამ და აღნიშნა, რომ საბიუჯეტო პროექტს ის მხარს არ დაუჭერს. ბიუჯეტის
პროექტის განხილვა საკრებულოში ამ წუთებშიც გრძელდება და როგორც გამომსვლელების განცხადებებიდან იკვეთება, უმრავლესობა, სავარაუდოდ, საბიუჯეტო პროექტს მხარს არ დაუჭერს, რაც იმას ნიშნავს, რომ ბიუჯეტი ჩავარდება და 2014 წლისათვის დედაქალაქს ბიუჯეტი არ ექნება.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1168
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია