დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ირაკლი კობახიძე - რეალურად ხდება შემოსავლებისა და ხარჯების დამალვა ოპოზიციურ პარტიების მიერ
ავტორი:
2017/ოქტომბერი/28 20:30:02
../photo/2015_02/0-00-1AAGSEQT/kobaxidze-2.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/460254-irakli-kobakhidze-realurad-khdeba-shemosavlebisa-da-kharjebis-damalva-opoziciur-partiebis-mier.html", "headline": "ირაკლი კობახიძე - რეალურად ხდება შემოსავლებისა და ხარჯების დამალვა ოპოზიციურ პარტიების მიერ", "datePublished": "2017-10-28 16:35:53", "dateModified": "2017-10-28 16:35:53", "description": "ჩვენ ვახდენთ ჩვენი შემოსავლების დეკლარირებას, ოპოზიცია ამას არ აკეთებს. ნებისმიერ ადამიანს, რომელიც ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAGSEQT/kobaxidze-2.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } ჩვენ ვახდენთ ჩვენი შემოსავლების დეკლარირებას, ოპოზიცია ამას არ აკეთებს. ნებისმიერ ადამიანს, რომელიც ჩართული იყო საარჩევნო პროცესებში, ბუნებრივია, სასაცილოდაც არ ეყოფა, რომ ოპოზიციამ მხოლოდ მილიონი დახარჯა თვითმმართველობის არჩევნებისთვის, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა, სადაც 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე ისაუბრა. ირაკლი კობახიძის განცხადებით, რეალურად ოპოზიციური პარტიების მიერ შემოსავლების, ხარჯების დამალვა მოხდა.
„დაფინასებასთან დაკავშირებით არაერთი განცხადება გავაკეთე და ყოველგვარი მიკიბ-მოკიბვის გარეშე პირდაპირ აღვნიშნე, რომ ოპოზიციური პარტიების მიერ დეკლარირებული შემოსავლები და ხარჯები არ შეესაბამება მათ რეალურ შემოსავლებასა და ხარჯებს. იგივე სურათი გვქონდა ჩვენ 2016 წლის არჩევნებში. რეალურად ხდება შემოსავლებისა და ხარჯების დამალვა ოპოზიციურ პარტიების მიერ. ეს პრაქტიკა 2016 წელსაც იყო და იგივე პრაქტიკა არის სამწუხაროდ, 2017 წელსაც. მე შემიძლია გითხრათ, რომ 2016 წელს დეკლარირებული 10 მილიონი ლარი იყო დაახლებით, მთლიანად ოპოზიციის მიერ, მაშინ, როდესაც მათი შემოსავლები და ხარჯები ჯამში დაახლებით, 100 მილიონ ლარს მაინც შეადგენდა. ათმაგ სხვაობაზეა საუბარი და 2017 წლის არჩევნებშიც ანალოგიური სხვაობა იყო. დეკლარირებული შემოსავალი და გასავალი ამ არჩევნებში იყო დაახლოებით 1 მილიონი ლარი, შესაძლოა პლუს-მინიუს ვცდებოდე. 1 მილიონ ლარზე ბევრად მეტი დაიხარჯა ოპოზიციური პარტიების და კანდიდატების მიერ ამ არჩევნებში“, - განაცხადა კობახიძემ.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 650
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია