დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ირაკლი ღარიბაშვილი - გიგი უგულავას დაპატიმრება მართლმსაჯულების ზეიმია
ავტორი:
2014/ივლისი/05 12:00:03
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, გიგი უგულავას დაპატიმრება, ეს არის მართლმსაჯულების ზეიმი, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ირაკლი ღარიბაშვილმა უგულავას დაპატიმრების კომენტირებისას განუცხადა.
"ჩემი შეფასება არის შემდეგი - უგულავას დაპატიმრება, რაც მოხდა გუშინ სასამართლოში, ეს არის მართლმსაჯულების ზეიმი. გუშინ საქართველომ კიდევ ერთხელ იხილა დამოუკიდებელი სასამართლო, დამოუკიდებელი მოსამართლის მიერ მიღებული დამოუკიდებელი, ობიექტური და სამართლიანი გადაწყვეტილება. მე მივესალმები სასამართლოს დამოუკიდებლობის განმტკიცებას", - განაცხადა ღარიბაშვილმა.
როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ხელისუფლების მთავარი მონაპოვარია, რომ სასამართლო დღეს გახდა აბსოლუტურად თავისუფალი და დამოუკიდებელი ხელისუფლების ჩარევისგან.
"ყველამ კარგად ვიცოდთი, რაც ხდებოდა სასამართლოში, როგორც იქცეოდნენ პროკურორები, როგორ ექცეოდა სახელმწიფო საკუთარ მოსამართლეებს. ჩვენ ეს მიდგომა შევცვალეთ", - განაცხადა პრემიერმა.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1135
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია