დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ვოლგოგრადის რკინიგზის სადგურში თავი, სავარაუდოდ, დაღესტნელმა ოკსანა ასლანოვამ აიფეთქა
ავტორი:
2013/დეკემბერი/29 19:30:03
წინასწარი მონაცემებით, სამართალდამცავებისთვის ვოლგოგრადში განხორციელებულ ტერაქტში ეჭვმიტანილი თვითმკვლელი ტერორისტი ქალის ვინაობა ცნობილია, - ამის შესახებ "რია ნოვოსტი" სამართალდამცავი უწყებიდან წყაროზე დაყრდნობით წერს.
"თვითმკვლელი ტერორისტი სავარაუდოდ დაღესტნის მკვიდრი, ოკსანა ასლანოვია, თუმცა ეს ინფორმაცია ოფიციალურ დადასტურებას საჭიროებს",-აცხადებს წყარო.
მისივე ინფორმაციით, ოკსანა ასლანოვას მეუღლე დაღესტნელი "ბოევიკების" ერთ-ერთი ლიდერი იყო, რომელიც სპეცოპერაციის დროს დაიღუპა. მეუღლის გარდაცვალების შემდეგ, ოკსანა კიდევ რამდენჯერმე იყო გათხოვილი და მისი ყველა მეუღლე "ბოევიკი" იყო.
ვოლგოგრადის რკინიგზის სადგურში აფეთქება დღეს, 12:45 საათზე მოხდა. ბომბი მოქმედებაში თვითმკვლელმა ტერორისტმა ქალმა მოიყვანა. ტერაქტს 15 ადამიანი ემსხვერპლა და 35-მდე დაშავდა. დაღუპულთა შორის 1 ბავშვია.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1367
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია