დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ბრიუსელში ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის პლენარული სხდომა გაიმართება
ავტორი:
2018/ივნისი/24 15:00:02
../photo/2015_02/0-00-1AAAAAAIVN/euronest.png { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/500085-briuselshi-evronestis-saparlamento-asambleis-plenaruli-skhdoma-gaimartheba.html", "headline": " ბრიუსელში ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის პლენარული სხდომა გაიმართება", "datePublished": "2018-06-24 11:01:58", "dateModified": "2018-06-24 11:01:58", "description": "25-27 ივნისს ბრიუსელში, ევროპარლამენტში, აღმოსავლეთ პარტნიორობის (ევრონესტის) საპარლამენტო ასამბლეის...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAAAAIVN/euronest.png", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } 25-27 ივნისს ბრიუსელში, ევროპარლამენტში, აღმოსავლეთ პარტნიორობის (ევრონესტის) საპარლამენტო ასამბლეის მეშვიდე პლენარული სხდომა გაიმართება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს, დაგეგმილია ასამბლეის 4 კომიტეტის სხდომისა და სამუშაო ჯგუფების შეხვედრები. ღონისძიებაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაცია თამარ ხულორდავას ხელმძღვანელობით მიიღებს მონაწილეობას.

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის თანაავტორობით, შემუშავებულია რეზოლუციის პროექტი თემაზე „უსაფრთხოების გამოწვევები აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და ევროკავშირის როლის გაძლიერება მათ დარეგულირებაში“. გარდა ამისა, წელს ასამბლეამ მოამზადა რეზოლუციის პროექტები ისეთ თემებზე, როგორიცაა უცხოური პირდაპირი ინვესტიციები ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორ ქვეყნებში; ენერგოეფექტურობის განვითარება და მდგრადი ენერგეტიკა ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორ ქვეყნებში; არაფორმალური და არაკვალიფიციური შრომა და დასაქმებულთა სოციალური უსაფრთხოების გაძლიერება ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორ ქვეყნებში.

რეზოლუციებს პარლამენტარები პლენარულ სხდომაზე განიხილავენ და კენჭს უყრიან.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 489
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია