დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
გელა ბეჟუაშვილი დავით სუჯაშვილმა შეცვალა
ავტორი:
2013/დეკემბერი/27 13:00:02
საქართველოს დაზვერვის სამსახურს ახალი უფროსი ჰყავს. როგორც "ინტერპრესნიუსს" პრემიერის პრესსამსახურიდან აცნობეს, პრემიერ–მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსად დავით სუჯაშვილი დაინიშნა.
დღეს ირაკლი ღარიბაშვილი დაზვერვის სამსახურის ყოფილ და ახალ უფროსებს შეხვდა. მან მადლობა გადაუხადა გელა ბეჟუაშვილს გაწეული საქმიანობისთვის და წარმატება უსურვა დავით სუჯაშვილს საპასუხისმგებლო პოსტზე.
შეხვედრაზე პრემიერმა დაზვერვის სამსახურის მნიშვნელობაზე ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, აღნიშნული უწყების განვითარება ქვეყნისთვის წარმოადგენს უმთავრეს პრიორიტეტს. ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, 2014 წლიდან დაზვერვის სამსახურის ბიუჯეტი გაიზარდა 3 მილიონი ლარით, რაც მოხმარდება სამსახურის ინფრასტრუქტურულ განვითარებას.
დაზვერვის სამსახურის უფროსი დავით სუჯაშვილი 2012 წელს დაინიშნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსად. 1999–2012 წლებში იგი მუშაობდა საქართველოს დაზვერვის სამსახურში.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1265
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია