დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
გიორგი მარგველაშვილი მოსამართლეების პოსტზე მის მიერ შერჩეული კანდიდატების ჩაგდებას პოლიტიკურ პროცესს უკავშირებს
ავტორი:
2014/აგვისტო/01 23:30:02
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პარლამენტის მხრიდან უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების პოსტზე მის მიერ შერჩეული კანდიდატების ჩაგდებას არა გაუგებრობას, არამედ პოლიტიკურ პროცესს უკავშირებს.
"როცა პარლამენტს პრემიერის მიერ შერჩეული მინისტრები წარვუდგინე, მათ ხმა მისცეს, თუმცა, ჩემს მიერ შერჩეული მოსამართლეები ჩააგდეს. მე ამას გაუგებრობას არ ვუკავშირებ, მე ამას ვუკავშირებ პოლიტიკურ პროცესს, რომელშიც ყველას გააჩნია თავისი წილი პასუხისმგებლობა და ყველა მოქმედებს თავისი შეხედულებებიდან გამომდინარე. ეს არ არის გაუგებრობა, ეს არის მიმდინარე პროცესი. რომ გითხრათ, ჩემთვის სტრესულია ეს პროცესითქო, ნამდვილად არა. წარვადგინე - არ მიიღეს, წარვადგენ შემდეგ ჯერზე", - განაცხადა მარგველაშვილმა "საზოგადოებრივ მაუწყებელთან" ინტერვიუში.
რაც შეეხება მინისტრთა კაბინეტში განხორციელებულ ცვლილებებს, პრეზიდენტის თქმით, რამდენად ქმედითი იქნებიან ახალი მინისტრები, ამის თქმა ამ ეტაპზე რთულია. "ამის თქმა ამ ეტაპზე რთულია, რადგან ახალდანიშნულები არიან. მე მათ ვუსურვებ წარმატებას. წარმატებული და ეფექტური მთავრობა გამოსადეგია ქვეყნისთვის", - აღნიშნა პრეზიდენტმა.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1075
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია