დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ეკა ბესელია სერგი კაპანაძეს მოვალეთა რეესტრში რეგისტრირებული პირების რაოდენობაზე ინფორმაციის გამოქვეყნებას სთხოვს
ავტორი:
2013/დეკემბერი/26 18:00:02
საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი, ეკა ბესელია "საქართველოს რეფორმების ასოციაციის" ხელმძღვანელ სერგი კაპანაძეს მოვალეთა რეესტრში რეგისტრირებული პირების რაოდენობის შესახებ ოფიციალური ინფორმაციის გამოქვეყნებას სთხოვს.
"გვაჩვენოს ოფიციალური მონაცემები და გვითხრას, რამდენი ადამიანია მოვალეთა რეესტრში რეგისტრირებული. აბა როგორ უნდა განვსაზღვროთ, ვინ ამბობს სიმართლეს? გვითხრას, რამდენი ადამიანია მოვალეთა რეესტრში, რამდენი ადამიანი იყო წლების განმავლობაში დაზარალებული, რამდენი იყო გამოსახლებული, რამდენის მიმართ განხორციელდა აღსრულება. ძალიან ბევრი ადამიანის მიმართ მოხდა იძულებით გამოსახლებაც, აღსრულებაც და არ ვაპირებ ვინმე კაპანაძის განცხადებებსა თუ კვლევებზე კომენტარის გაკეთებას. საერთოდ, არ მიმაჩნია ეს სერიოზულად", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" ეკა ბესელიამ.
"საქართველოს რეფორმების ასოციაციამ" დღეს პროექტ ფაცტცჰეცკ.გე-ის შედეგები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვით, 44 ფაქტიდან კოალიცია "ქართულმა ოცნებამ" ერთი ტყუილი თქვა, "ნაციონალურ მოძრაობას" კი ამ კუთხით მაჩვენებელი ნული აქვს. აღნიშნული ოპოზიციური პარტიის შემთხვევაში 51 ფაქტის სიზუსტე შემოწმდა. მათივე
ინფორმაციით, ტყუილი, რომელიც კოალიცია "ქართული ოცნების" წარმომადგენლების მიერ გაკეთებულ განცხადებაში დაფიქსირდა, დეპუტატ ეკა ბესელიას მიერ იყო ნათქვამი.
როგორც ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, სერგი კაპანაძემ პროექტის შედეგების პრეზენტაციაზე განაცხადა, ბესელიას მიერ გაკეთებული განცხადება მოვალეთა რეესტრში რეგისტრირებულ პირებს შეეხებოდა.
"ბესელიამ განაცხადა, რომ მოვალეთა რეესტრში ნახევარი მილიონი ჩვენი მოქალაქეა დარეგისტრირებული და ასი ათასობით ადამიანი ან გამოსახლებულია ან გამოსახლების პირასაა, ყადაღადადებულია, ან აღსრულების პროცესში". ჩვენ შესაბამისი მონაცემები გამოვითხოვეთ, გადავამოწმეთ და რიცხვებში აღმოჩნდა განსხვავება", - განაცხადა სერგი კაპანაძემ.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1105
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია