დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სოსო ცისკარიშვილი ოთარ ფარცხალაძეს თანამდებობის დროულად დატოვებას ურჩევს
ავტორი:
2013/დეკემბერი/26 13:30:03
ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი მთავარ პროკურორს,  ოთარ ფარცხალაძეს თანამდებობის დროულად დატოვებას ურჩევს. როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე ცისკარიშვილმა განაცხადა, თანამდებობის დატოვების შემთხვევაში, იგი საზოგადოების ნაწილის სიმპათიებს დაიბრუნებს.
"ჩემი რჩევა იქნება, ნუ გახდის საკუთარ თავს ზედმეტი მსჯელობის საგნად და რაც შეიძლება დროულად და ღირსეულად დატოვოს თანამდებობა. სხვა მხრივ, ვფიქრობ, რომ გვექნება კიდევ უფრო მეტი სპეკულაციები ამ თემაზე, რაც მთლიანად ჩვენს ქვეყანას დააზარალებს", - აღნიშნა ცისკარიშვილმა.
მისივე აზრით, ქვეყნისთვისაც უკეთესია, რომ მან დამოუკიდებლად მიიღოს თანამდებობის დატოვების შესახებ გადაწყვეტილება და არა იძულებით, ვინმეს კარნახით.
"ანალოგიურ სიტუაციაში ჩავარდნილი ადამიანი ჩემი ახლობელიც რომ ყოფილიყო, ასეთ რჩევას მივცემდი. სიტუაცია დამშვიდდებოდა. თუ კი შეეცდება იგი არ შეელიოს საკუთარ სავარძელს, მით უფრო აზვირთდება ბრალდებები და ჭორ-მართალს კაცი ვეღარ გაარჩევს. იქნება საუბარი არა მარტო გერმანიაზე, იქნება საუბარი ვისაც რაზე მოესურვება: ვინ მოუნათლა მას შვილი, იყო თუ არა თბილისშიც ნასამართლევი, მოახერხა თუ არა უმაღლესი განათლების მიღება და უამრავი სხვა", - აღნიშნა ექსპერტმა.
მისივე თქმით, ქართულმა სახელმწიფომ 7-8 თვეში ბრიუსელისკენ მიმავალი გზა უნდა გაიაროს და ევროპა დაარწმუნოს, რომ შეძლებს მისი ღირსეული ნაწილი იყოს.
"ჩვენ კი ვარჩევთ იმ საკითხს რატომ დააპატიმრა დღევანდელმა მთავარმა პროკურორმა მერიის სისტემის 23 მოხელე მაინცდამაინც რასმუსენის ვიზიტისას. ვმსჯელობთ იმაზე, როგორ მოახერხა იგივე ადამიანმა განერისხებინა ნაწილი ჩვენი მოსახლეობისა, როდესაც ჯავახეთში ერთ-ერთ მინარეთს ვერტმფრენებით დაესხა თავს. კითხვაგაუცემელია პასუხი, პატიმარმა მერაბიშვილმა თავზე მოახვია აუცილებლობა მისი ციხიდან გაყვანისა, თუ თვითონ პროკურორის ინიციატივა იყო ასეთი პაემანი. ფაქტი ერთია, სამივე მაგალითი "ნაციონალების" წისქვილზე ასხამს წყალს", - აღნიშნა სოსო ცისკარიშვილმა.
როგორც მან აღნიშნა, ფარცხალაძესთან დაკავშირებით ინფორმაციას რამდენიმე დღით ადრე თავადაც ფლობდა, თუმცა მის სარწმუნოობაში ეჭვი ეპარებოდა.
ამასთან, სოსო ცისკარიშვილი მიიჩნევს, რომ მთავარი პროკურორი დღეს უნდა ფიქრობდეს, როგორ განერიდოს ამ სიტუაციას და საკუთარი თავი პერსპექტივის მქონე პროფესიონალად შემოინახოს.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1032
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია