დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
პრეზიდენტმა მთავრობას კომუნიკაციების კომისიის წევრის ერთ ვაკანტურ თანამდებობაზე განსახილველად სამი კანდიდატურა წარუდგინა
ავტორი:
2013/დეკემბერი/25 20:00:02
საქართველოს პრეზიდენტმა მთავრობას კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრის ერთ ვაკანტურ თანამდებობაზე განსახილველად სამი კანდიდატურა წარუდგინა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" პრეზიდენტის პრესსამსახურიდან აცნობეს, მთავრობასთან შესათანხმებლად წარდგენილია თამაზ ინაშვილის, კახი ბექაურისა და სერგო შავგულიძის კანდიდატურები. მათგან საქართველოს პარლამენტი ერთს შეარჩევს.
საქართველოს პრეზიდენტმა მთავრობას შესათანხმებლად საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრის ერთ ვაკანტურ თანამდებობაზე სამი კანდიდატი "მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად წარუდგინა.
კომუნიკაციების ეროვნული კომისიის შესარჩევ კონკურსში მონაწილეობა 23- მა კანდიდატმა მიიღო, რომელთა მონაცემები პრეზიდენტის ოფიციალურ ვებ- გვერდზეა გამოქვეყნებული.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1133
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია