დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ფარულ ჩანაწერების საკითხზე მომუშავე კომისიის განხილვის თემა კვლავ ე.წ. გასაღებთან დაკავშირებული საკითხია
ავტორი:
2014/სექტემბერი/20 13:00:04
ფარულ ჩანაწერების საკითხზე მომუშავე კომისიის დღევანდელი სხდომის განხილვის მთავარი თემა კვლავ ე.წ. გასაღებთან დაკავშირებული საკითხია.
როგორც ჟურნალისტებს კომისიის წარმომადგენელმა, პარლამენტში არასამთავრობოების ინიციატივით შესული კანონპროექტის ერთ-ერთმა ავტორმა ეკა გიგაურმა განუცხადა, ისინი კვლავ იმ პოზიციაზე რჩებიან, რომ ე.წ. გასაღები შინაგან საქმეთა სამინისტროდან მობილური ოპერატორების ხელში გადავიდეს.
"ჩვენი პოზიცია არ შეცვლილა. წლების განმავლობაში პრობლემა იყო ის, რომ ძალიან დიდი უფლებამოსილება და საშულებები ჰქონდა შინაგან საქმეთა სამინისტროს, როდესაც პირდაპირ წვდომას ახდენდა ჩვენს სატელეფონო საუბრებზე. ჩვენ დავინახეთ, რომ ამან არ გაამართლა, შესაბამისად ვფიქრობთ, რომ ახლა უნდა ავიღოთ და გამოვიყენოთ ევროპული მოდელი, სადაც გასაღები არის მობილური ოპერატორების ხელში", - განაცხადა გიგაურმა.
რაც შეეხება შეკითხვას, იქნება თუ არა ამ შემთხვევაში უსაფრთხოება უზრუნველყოფილი, გიგაურის თქმით, '"აბსოლუტური უსაფრთხოების უზრუნველყოფა, რა თქმა უნდა, შეუძლებელი იქნება, მაგრამ ჩვენ ვუყურებთ გამოცდილებას და ვნახეთ, რომ როცა ე.წ.გასაღები ჰქონდა შსს-ს, გვქონდა პრობლემები, ახლა ვცადოთ მეორე მეთოდი".
გარდა ამისა, კომისიის დღის წესრიგით კიდევ ერთი საკითხია გათვალისწინებული, რომელიც მობილური ოპერატორების სერვერებზე დაცული ინფორმაციის შსს-ის მიერ აღებაზე'კონტროლის მექანიზმის დაწესებას გულისხმობს. "მობილურ ოპერატორებში სერვერებზე არის დაცული ინფორმაცია, მაგალითად, ვის დავურეკეთ, ვის გავუგზავნეთ სმს და ა.შ. ამ ინფორმაციასაც შს იღებს კონტროლის გარეშე და ამისთვის არც სჭირდება სასამართლოს გადაწყვეტილება. აქედან გამომდინარე, ეს საკითხიც დასარეგულირებელია", - აღნიშნა გიგაურმა.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1063
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია