დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დავით სერგეენკო შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო პორტალის პრეზენტაციას გამართავს
ავტორი:
2013/დეკემბერი/25 00:00:03
დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში ხვალ შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო პორტალის პრეზენტაცია გაიმართება.
როგორც "ინტერპრესნიუსს" დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრიდან აცნობეს, ხვალ, 12:00 საათზე, ცენტრში შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო პორტალის წწწ.წორკნეტ.გოვ.გე პრეზენტაციას გამართავს.
ცენტრის ინფორმაციით, ღონისძიება ჯანდაცვის სამინისტროსა და სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოს ორგანიზებით ეწყობა. მასში მონაწილეობას განათლების, ინფრასტრუქტურის სამინისტროების, ადგილობრივი თვითთმართველობების და დამსაქმებელთა ასოციაციის წარმომადგენლები მიიღებენ.
პრეზენტაციაზე სიტყვით გამოვლენ სოციალური მომსახურების სააგენტოს დასაქმების დეპარტამენტის უფროსი თეა სტურუა, Hღ გილდიის პრეზიდენტი ლილი ბიბილაშვილი და დამსაქმებელთა ასოციაციის პრეზიდენტი ელგუჯა მელაძე.
ცენტრის ცნობით, ახალი უფასო ელექტრონული პორტალი საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით შეიქმნა. წწწ.წორკნეტ.გოვ.გე ქვეყანაში შრომის ბაზრის ინფრასტრუქტურის განვითარებას, უმუშევრობის დონის შემცირებას, შრომის ბაზრის მოთხოვნების გამოვლენას, სამუშაო ძალის სტრუქტურისა და უნარ-ჩვევების გაანალიზებაასა და მოძიებას, პროფესიული განათლებისა და ტრენინგების პოპულარიზაციას და შრომის ბაზარზე მიმდინარე ძირითადი ტენდენციების გამოვლენას ემსახურება.
როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, აღნიშნული პროექტის მიზანია ქვეყანაში უმუშევრობის დონის შემცირება და განათლებისა და საჭირო უნარების განვითარების საშუალებით, შრომის ბაზარზე მოთხოვნა-მიწოდებას შორის არსებული დისბალანსის მინიმუმამდე დაყვანა. ასევე, ეფექტური საშუამავლო მომსახურების უზრუნველყოფა.
"ახალი საინფორმაციო პორტალი წარმოადგენს შრომის ბაზარზე მიმდინარე პროცესების ერთიან სტატისტიკურ-ანალიტიკურ სისტემას, რომელიც განვითარების, პროგნოზირებისა და ძირითადი ტენდენციების გამოვლენის საშუალებას იძლევა. წწწ.წორკნეტ.გოვ.გე მოქალაქეებს შესაძლებლობას აძლევს განათავსონ ინფორმაცია საკუთარი შესაძლებლობებისა და სურვილების შესახებ, ასევე მოიძიონ ვაკანსია ან დამსაქმებელმა თავად იპოვოს სამუშაოს მაძიებელი. მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ მონაწილეობა მიიღონ პროფესიული მომზადება-გადამზადების პროგრამებში. პორტალი ხელს შეუწყობს სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული უნარების განვითარების ბაზრის მოთხოვნის შესაბამისად და მათი კარიერის დაგემვას", - აცხადებენ დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში.
მათივე ცნობით, მნიშვნელოვანია, რომ შრომის ბაზრის საინფორმაციო პორტალი სრულებით განსხვავებულია აქამდე არსებული დასაქმების პროგრამებისგან.
"აქ უპირატესობა ენიჭება არა რეგისტრაციას, არამედ, საქართველოს მასშტაბით, შრომის ბაზრის შესახებ ინფორმაციის მოპოვებასა და ანალიზს", - აცხადებენ ცენტრში.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1188
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია