დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
გიორგი ახვლედიანი - ქვეყნის მთავარი ბრალმდებელი არაფრით არ შეიძლება იყოს ქურდობაში და ყაჩაღობაში ბრალდებული
ავტორი:
2013/დეკემბერი/24 16:30:03
ქვეყნის მთავარი ბრალმდებელი არაფრით არ შეიძლება იყოს ქურდობაში და ყაჩაღობაში ბრალდებული და გასამართლებული, – ამის შესახებ "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ახვლედიანმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ახვლედიანის თქმით, მეათეხარისხოვანია კამათი იმასთან დაკავშირებით, აქვს თუ არა მთავარ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს თანამდებობაზე მუშაობის იურიდიული უფლება.
"ამ ინფორმაციის მოსმენის შემდეგ გამახსენდა ერთი ცნობილი ხუმრობა, რომელიც ძალიან აქტუალური იყო 90-იან წლების საქართველოში. თუმცა ეს ხუმრობა საქართველოს იმიჯზე ძალიან ცუდად აისახებოდა. ხუმრობა ესე ჟღერდა: " დაასახელეთ ქვეყანა, სადაც მთავარ პროკურორს ნიშნავს კანონიერი ქურდი, სამწუხაროდ, პასუხი ამაზე იყო - საქართველო. თუ მთავარი პროკურორის გარშემო გავრცელებული ინფორმაცია დადასტურდა, მაშინ ხუმრობა მცირედით შეიცვლება და გაჟღერდება ასე - დაასახელეთ ქვეყანა, სადაც ყაჩაღობის და ქურდობისთვის გასამართლებული ადამიანი ხდება მთავარი პროკურორი. აბსოლუტურად მეათეხარისხოვანია კამათი იმასთან დაკავშირებით, აქვს თუ არა ფარცხალაძეს თანამდებობაზე მუშაობის იურიდიული უფლება. ქვეყნის მთავარი ბრალმდებელი არაფრით არ შეიძლება იყოს ქურდობაში და ყაჩაღობაში ბრალდებული და გასამართლებული", - განაცხადა გიორგი ახვლედიანმა.
მან დღეს კომენტარი ვანო მერაბიშვილთან და გიგი უგულავასთან დაკავშირებულ საკითხებზეც გააკეთა და განაცხადა, რომ სამართლიანობის აღდგენა მხოლოდ კანონის ფარგლებში უნდა მოხდეს.
"ძალიან სამწუხაროა ის ფაქტი, რომ "ქართული ოცნების" და "ნაცმოძრაობის" რიტორიკა ერთი ერთში ემთხვევა ერთმანეთს. რა პასუხებსაც გვცემდა ნაცმოძრაობა წლების განმავლობაში, ასეთივე ფრაზეოლოგიით საუბრობს "ქართული ოცნების" ხელისუფლება. დღეს იწურება ათდღიანი ვადა ვიდეოფირების ავტომატური წაშლის, თუ ეს ფირები ავტომატურ რეჟიმში წაიშალა, მიუხედავად საზოგადოების ამხელა ინტერესისა, ეს იქნება პირდაპირი მტკიცებულება იმისა, რომ ხელისუფლებამ დანაშაული ჩაიდინა. ეს "ქართულ ოცნებას" მიიყვანს სწორედ იქამდე, სადამდეც მივდა ნაცმოძრაობა. რაც შეეხება უგულავას, ერთმნიშვენელოვანია ისიც, რომ 48 მილიონის გამფლანგველი ვინც არ უნდა იყოს ის, თუნდაც ქალაქის არჩეული მერი, უნდა დაისაჯოს, მაგრამ უნდა დაისაჯოს კანონიერად. სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება და დაასრულა მუშაობა, გამოუტანა რა გირაოს შეფარდების და არა თავისუფლების აღკვეთის განაჩენი. ამის შემდეგ, ღამით ბრალდებულისა და ადვოკატების დაუსწრებლად იქნა მიღებული გადაწყვეტილება უგულავასთვის მერობის შეჩერების. თავისთავად ეს ძალიან ბევრ კითხვას ბადებს და ეჭვს აჩენს. ჩვენ, საზოგადოებას გვაინტერესებს დაისაჯოს ადამიანი, რომელმაც 48 მილიონი გაფლანგა, ხელისუფლებას კი თავისი ქმედებით ჩანს, რომ აინტერესებს პოლიტიკური კონკურენტის ჩამოშორება, შესაბამისად პოლიტიკური ზეწოლაც მაგ მიმართულებით განხორციელდა", - განაცხადა გიორგი ახვლედიანმა.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 972
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია