დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ირაკლი ღარიბაშვილის აშშ-ში ვიზიტი 2014 წლის პირველი ნახევრისთვის იგეგმება
ავტორი:
2013/დეკემბერი/23 11:00:02
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 2014 წლის პირველ ნახევარში ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტს გამართავს, - ამის შესახებ წლის შემაჯამებელ კონფერენციაზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ განაცხადა.
ამასთან, მაია ფანჯიკიძეს ვიზიტის თარიღი და დეტალები არ დაუკონკრეტებია. გარდა ამისა, საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, 2014 წლის იანვრის ბოლოს ირაკლი ღარიბაშვილი ვიზიტით გაემგზავრება ისრაელში, სადაც ერთ-ერთი განხილვის თემა ვიზების საკითხი იქნება.
"იქაც ვიწყებთ სავაჭრო ურთიერთობაზე საუბარს. ისრაელში ეკონომიკური კომისიის სხდომა გაიმართება", - აღნიშნა მაია ფანჯიკიძემ.
რაც შეეხება ისრაელთან უვიზო მიმოსვლას, ფანჯიკიძის განმარტებით, "უვიზო მიმოსვლა ძალიან მალე შევა ძალაში".

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1226
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია