დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
"ქართული ოცნების" ოფისში კოალიციის პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს
ავტორი:
2013/დეკემბერი/21 19:00:02
"ქართული ოცნების" ოფისში კოალიციის პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს. როგორც სხდომის დაწყების წინ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა , დავით საგანელიძემ განუცხადა, საბჭოს სხდომაზე მიმდინარე საკითხები განიხილება. კოალიციის პოლიტსაბჭოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი  უძღვება. 
"კოალიციის პოლიტსაბჭო შაბათობით პერიოდულად იკრიბება. დღეს ასეთივე რიგითი შეხვედრა გვაქვს. განხილული იქნება მიმდინარე თემები, როგორც მთავრობაში არსებული პროცესების შესახებ, ისე შევეხებით პარლამენტში შესულ საკითხებს, რომელიც სესიაზე იქნება განხილული. ცალკე დღის წესრიგი, რომლითაც ვიხელმძღვანელებთ არ გვაქვს", - განაცხადა დავით საგანელიძემ და იქვე განმარტავს, რომ პოლიტსაბჭოს დღევანდელ შეხვედრაზე აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის, ავთანდილ ბერიძის საკითხი განხილული არ იქნება, ვინაიდან მასზე ცალკე პარტიის პოლიტსაბჭო იმსჯელებს.
ამასთან, დღეს, 20:00 საათისთვის პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი "ქართული ოცნების” ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებთან შეხვედრას გამართავს.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1184
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია