დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ხათუნა თოთლაძემ კორუფციის თემაზე, გაერო-ს გენერალური ასამბლეის მაღალი დონის დებატებში მიიღო მონაწილეობა
ავტორი:
2018/მაისი/24 22:00:02
../photo/2015_02/0-00-1AAAAAAMAI/totladzexatuna.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/494951-khathuna-thothladzem-korufciis-themaze-gaero-s-generaluri-asambleis-maghali-donis-debatebshi-miigho-monatsileoba.html", "headline": "ხათუნა თოთლაძემ კორუფციის თემაზე, გაერო-ს გენერალური ასამბლეის მაღალი დონის დებატებში მიიღო მონაწილე...", "datePublished": "2018-05-24 18:13:58", "dateModified": "2018-05-24 18:13:58", "description": "ნიუ-იორკში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ხათუნა თოთლაძემ გაერო-ს გენერალური ასამბ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAAAAMAI/totladzexatuna.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } ნიუ-იორკში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ხათუნა თოთლაძემ გაერო-ს გენერალური ასამბლეის პრეზიდენტის მიერ ორგანიზებულ გაერო-ს კორუფციასთან ბრძოლის კონვენციის (UNCAC) მე-15 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, თოთლაძემ სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა UNCAC-ის იმპლემენტაციის მნიშვნელობაზე და მიესალმა კორუფციასთან ბრძოლის მიზნით, საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერებას.

მისი თქმით, კორუფცია აფერხებს მდგრადი განვითარების მიზნების დღის წესრიგის წარმატებით განხორციელებას, კერძოდ, კი - მე-16 მიზნის – მშვიდობა, სამართლიანობა და ძლიერი ინსტიტუტები - მიღწევას.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დებატების მონაწილეებს მიაწოდა ინფორმაცია კორუფციის დაძლევის მიზნით, საქართველოში განხორციელებული რეფორმებისა და მიღწევების შესახებ. მან ასევე ყურადღება გაამახვილა, საქართველოს, როგორც ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) თანათავმჯდომარის აქტიურ როლზე.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 481
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია