დაისვენე კურორტ ახალდაბაში
კახა ბუცხრიკიძე - სანდრო გირგვლიანის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში კითხვები არ დასმულა
ავტორი:
2013/დეკემბერი/20 23:00:03
მთავარ პროკურატურაში სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელის ყოფილი მოადგილის, კახა ბუცხრიკიძის დაკითხვა დასრულდა. როგორც ბუცხრიკიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მისთვის სანდო გირგვლიანის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში კითხვები არ დაუსვამთ და გამოძიება დაინტერესდა მხოლოდ და მხოლოდ გირგვლიანის საქმეზე გასამართლებული პირების ციხეში ყოფნის პერიოდით. მისივე თქმით, ამ პერიოდში იგი სასჯელაღსრულების დეპარტამენტში მუშაობდა და გამოძიებას მიაწოდა ინფორამცია, რომ გირგვლიანის საქმეზე დაკავებული პირები ისეთივე ვითარებაში იმყოფებოდნენ, როგორშიც დანარჩენი პატიმრები.
ჟურნალისტების შეკითხვაზე, ხდებოდა თუ არა გირგვლიანის მკვლელობისთვის გასამართლებული პირებისათვის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში პრივილეგიებით სარგებლობა, ბუცხრიკიძემ აღნიშნა, რომ პრივილეგიებს ადგილი არ ჰქონია და სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, რომ დაკავებული კუდ-ის თანამშრომლები სასჯელაღსრულების დაწესებულებას პერიოდულად ტოვებდნენ.
ამასთან, ბუცხრიკიძემ გამოთქვა მზაობა, რომ თუკი კიდევ დაიბარებენ საგამოძიებო უწყებაში, გამოცხადდეს და ნებისმიერ შეკითხვას პასუხი გასცეს. მისი შეფასებით, პროკურატურაში მისი გამოძახება "ნაციონალურ მოძრაობაზე" პოლიტიკურ ზეწოლას უკავშირდება.
ბუცხრიკიძე დაახლოებით 6 საათი იკითხებოდა. დაკითხვის შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა ბუცხრიკიძის ადვოკატმა გოგა ონიანმაც, რომელმაც აღნიშნა, რომ პროკურატურის მიზანია, საზოგადოებას მოაჩვენოს, თითქოს გირგვლიანის საქმეში რაიმე ახალი დეტალია. მისი თქმით, ბუცხრიკიძის დაბარება სწორედ ამას უკავშირდება და გირგვლიანის საქმეზე მიმდინარე გამოძიებასთან კავშირი არ გააჩნია.
გოგა ონიანის შეფასებით, ბუცხრიკიძის დაკითხვის პროცესი იყო მისი მოკლე ბიოგრაფიის გამოკითხვა, თუ როგორ მუშაობდა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში და რა ევალებოდა. ადვოკატს არ აქვს ინფორმაცია, მოხდება თუ არა კახა ბუცხრიკიძის კიდევ ერთხელ დაბარება პროკურატურაში.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1116
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია