დაისვენე კურორტ ახალდაბაში
თეა წულუკიანი - როდესაც პატიმარი რაღაც აცხადებს, ამას სერიოზული მიდგომები სჭირდება
ავტორი:
2013/დეკემბერი/19 13:00:03
საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი გამორიცხავს, რომ პროკურატურის რომელიმე წარმომადგენელი რაიმე ტიპის უკანონო ქმედებაში იყოს ჩართული.
ამის შესახებ თეა წულუკიანმა ჟურნალისტებთან ვანო მერაბიშვილის საქმესთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.
წულუკიანის თქმით, იუსტიციის მინისტრს უფლება არ აქვს, მოიკითხოს რომელიმე ინდივიდუალური სისხლის სამართლის საქმე. აქედან გამომდინარე, როგორც მინისტრი აცხადებს, მისთვის აბსოლუტურად უცნობია, რომელ სისხლის სამართლის საქმეში რა მტკიცებულება დევს.
"მაგრამ, ვფიქრობ, რომ პროკურატურა მუშაობს სერიოზულად, ახალი ხელმძღვანელი მთავარ მნიშვნელობას ანიჭებს მტკიცებულებას. პირადად მე გამოვრიცხავ, რაიმე ტიპის უკანონო ქმედებაში იყოს ჩართული პროკურატურის რომელიმე წარმომადგენელი", - აღნიშნა თეა წულუკიანმა.
თუმცა, მისივე განცხადებით, როდესაც პატიმარი რაღაც აცხადებს, ამას სერიოზული მიდგომები სჭირდება, მიუხედავად იმისა, თავისი პირადი გადასახედიდან ამას ერთი თუ რამდენიმე მინისტრი გამორიცხავს.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1101
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია