დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ირაკლი კობახიძე ვაშინგტონში ტრადიციულ საუზმეს დაესწრება, რომელშიც 100-ზე მეტი ქვეყნის პოლიტიკური ლიდერი მონაწილეობს
ავტორი:
2018/თებერვალი/08 14:30:02
../photo/2015_02/0-00-1AAADEC/kobaxidze_11672.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/477239-irakli-kobakhidze-vashingtonshi-tradiciul-sauzmes-daestsreba-romelshic-100-ze-meti-qveynis-politikuri-lideri-monatsileobs.html", "headline": "ირაკლი კობახიძე ვაშინგტონში ტრადიციულ საუზმეს დაესწრება, რომელშიც 100-ზე მეტი ქვეყნის პოლიტიკური ლიდ...", "datePublished": "2018-02-08 10:29:43", "dateModified": "2018-02-08 10:29:43", "description": "ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელთა სპიკერის მოწვევით, საქართველოს პარლამენტის თა...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAADEC/kobaxidze_11672.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელთა სპიკერის მოწვევით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ხვალ, ვაშინგტონში, ტრადიციულ საუზმეს („National Prayer Breakfast”) დაესწრება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს.

ტრადიციული საერთაშორისო ღონისძიება სათავეს 1952 წლიდან იღებს. ყოველი წლის თებერვლის პირველ ხუთშაბათს, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მოწვევით, ასზე მეტი ქვეყნის ლიდერი ყოველწლიურ საერთაშორისო ღონისძიებაზე იკრიბება.

„აშშ-ს კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის მოწვევით, ხვალ ტრადიციულ ტრაპეზს დავესწრებით. საუზმეს დაესწრებიან პოლიტიკური ლიდერები ასზე მეტი ქვეყნიდან და მათ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მიმართავს. გვექნება საშუალება, რომ გავესაუბროთ ჩვენ კოლეგებს სხვადასხვა ქვეყნიდან, ჩვენ ამერიკელ მეგობრებს. ამ შესაძლებლობას, რა თქმა უნდა, აქტიურად გამოვიყენებთ“,- განუცხადა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.

რიგით 66-ე საერთაშორისო ღონისძიებას, ტრადიციულად, აშშ-ს კონგრესი უმასპინძლებს.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 569
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია