დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დავით უსუფაშვილი - პროკურატურა უნდა იყოს საზოგადოებისთვის მგრძნობიარე და კითხვებზე დამაჯერებელი პასუხი გასცეს
ავტორი:
2013/დეკემბერი/19 11:30:02
პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის განცხადებით, პროკურატურის დისკრეციაა დაიწყებს თუ არა ვანო მერაბიშვილის განცხადებაზე გამოძიებას.
როგორც უსუფაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ამ უფლების მიუხედავად, პროკურატურა უნდა იყოს საზოგადოებისადმი მგრძნობიარე და კითხვებზე დამაჯერებელი პასუხები გასცეს გამოძიებით, თუ გამოძიების გარეშე.
"2020 წელს, საქართველოში ყველა მოქალაქეს უნდა ჰქონდეს უფლება და თავისუფლება თავისი პოზიცია გამოხატოს ნებისმიერ მოვლენაზე. ამავე დროს პროკურატურას უნდა ჰქონდეს სრული თავისუფლება დაიწყოს გამოძიება, ან არ დაიწყოს გამოძიება. ამ შემთხვევაშიც, პროკურატურის დისკრეციაა დაიწყებს საქმეზე გამოძიებას თუ - არა, თუმცა პროკურატურა უნდა იყოს საზოგადოებისთვის მგრძნობიარე და კითხვებზე დამაჯერებელი პასუხი გასცეს გამოძიებით, თუ გამოძიების გარეშე", - განუცხადა ჟურნალისტებს დავით უსუფაშვილმა ვანო მერაბიშვილის განცხადების კომენტირებისას სასტუმრო "რედისონში", სადაც კონფერენცია "პოლიტიკური პანდშაფტი 2020: პოლიტიკური პარტიების მომავალი" მიმდინარეობს.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1194
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია