დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ნუკრი ქანთარია - მამუკა ბახტაძეს ეტყობა, რომ ძალიან კარგი ოჯახის შვილია
ავტორი:
2018/ივნისი/14 23:00:02
../photo/2015_02/0-00-1AAIVNIS/qantaria.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/498661-nukri-qantharia-mamuka-bakhtadzes-etyoba-rom-dzalian-kargi-ojakhis-shvilia.html", "headline": " ნუკრი ქანთარია - მამუკა ბახტაძეს ეტყობა, რომ ძალიან კარგი ოჯახის შვილია", "datePublished": "2018-06-14 19:10:47", "dateModified": "2018-06-14 19:10:47", "description": "მამუკა ბახტაძეს ეტყობა, რომ ძალიან კარგი ოჯახის შვილია, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAIVNIS/qantaria.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } მამუკა ბახტაძეს ეტყობა, რომ ძალიან კარგი ოჯახის შვილია, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ნუკრი ქანთარიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა. მისი თქმით, მომავალი პრემიერ-მინისტრი წესიერი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს.
„მამუკა ბახტაძეს ეტყობა, რომ ძალიან კარგი ოჯახის შვილია. ამას დიდი მნიშვნელობა აქვს ხოლმე ჩემთვის. წესიერი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს, კონტაქტურია. მისი პირველი გამოსვლაც მახსოვს ფინანსთა მინისტრის რანგში. საკმაოდ მძიმე კითხვები დაუსვეს და კარგად გაართვა თავი. მტკიცედ, მშვიდად და ამავე დროს გაბედულად უპასუხა ყველა კითხვას. თავი არავის დააჩაგვრინა“, - აღნიშნა ნუკრი კანთარიამ.
მისივე თქმით, პრემიერ-მინისტრის პოსტზე გიორგი გახარიას კანდიდატურაც განიხილებოდა, თუმცა მას ძალოვან სტრუქტურებში რეფორმები აქვს განსახორციელებელი და ეს საქმე ბოლომდე უნდა მიიყვანოს.
„გახარიას იმდენად დიდი საქმე აქვს დაწყებული, რომ ბოლომდე უნდა მიიყვანოს. რეფორმების ხანა იწყება ძალოვან სტრუქტურებში. ახლა ამ ჯაჭვის გაწყვეტა არასწორი იქნება. აქედან გამომდინარე, მამუკა ბახტაძე ის მინისტრია, რომელიც ეკონომიკას ფლობს, ამ სიღრმეებს სწვდება და იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი ყველაზე მთავარი პრობლემა მაინც სწორედ ესაა, არჩევანი გაკეთდა ამ ახალგაზრდა კაცზე“, - განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.
თემა: სამთავრობო ცვლილებები ფიქრია ჩიხრაძე - არ მაქვს მოლოდინი, რომ მინისტრთა კაბინეტი ფუნდამენტურად შეიცვლება
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 527
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია