დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ალექსი პეტრიაშვილი - ნეტარ არიან ისინი, ვისაც სჯერა, რომ ევროკავშირი "ნაციონალების" გამო საქართველოზე უარს იტყვის
ავტორი:
2013/დეკემბერი/18 16:00:03
ევროპულ და ევროტალანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, ალექსი პეტრიაშვილის განცხადებით , "ნეტარ არიან ისინი", ვისაც სჯერა, რომ "ნაციონალური მოძრაობის" წევრების პროკურატურაში დაბარება და ვანო მერაბიშვილის პატიმრობა ევროკავშირს საქართველოზე უარს თავად ათქმევინებს. ამის შესახებ ალექსი პეტრიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
ამით სახელმწიფო მინისტრი დედაქალაქის მერის, გიგი უგულავას განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, დღეს რაც ხდება, მივა იქამდე, რომ უკრაინისგან განსხვავებით, ევროპა თავად იტყვის უარს საქართველოზე.
"ვისაც ამის სურვილი აქვს, დაიჯეროს, რომ ეს დაბარებები, ეს პროცესები ევროკავშირს უარს ათქმევინებს, ნეტარ არიან", - განაცხადა პეტრიაშვილმა.
მისივე თქმით, ახლახან დაბრუნდა პოლონეთიდან და ბრიუსელიდან, სადაც "გამალებული ტემპით მიდის მუშაობა" საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის მომზადებაზე.
"დაზუსტებით შემიძლია გითხრათ, რომ ხელმოწერა მოხდება მომავალი წლის სექტემბერში", - განაცხადა ალექსი პეტრიაშვილმა.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1223
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია