დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი - ჩვენი ქვეყნების დროშები ერთი და იგივე ფერებშია
ავტორი:
2014/აპრილი/09 13:00:02
დანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, მარტინ ლიდეგორდის განცხადებით, საქართველოში იმ მიზნით იმყოფება, რომ კიდევ ერთხელ დააფიქსიროს ქვეყნის მხარდაჭერა. ამის შესახებ დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ქართველ კოლეგა, მაია ფანჯიკიძესთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"აქ ვიმყოფები იმ მიზეზით, რომ კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვათ და დავაფიქსიროთ ჩვენი მხარდაჭერა, განსაკუთრებით იმ ფონზე, რომ რამდენიმე თვეში ხელი მოეწერება ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას. ეს კი ძალიან კარგი იქნება, როგორც საქართველოსთვის, ასევე თავად ევროკავშირისთვის. ჩვენ ყველანაირ საშუალებას გამოვიყენებთ, რომ ეს ხელშეკრულება ხელმოწერილი და დასრულებული იყოს", - განაცხადა მარტინ ლიდეგორდმა.
მისივე თქმით, იმის პოტენციალი არის, რომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ, საქართველოსთან ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდეს.
როგორც დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, მოხარულია, რომ ის დღეს საქართველოში იმყოფება და უკვე ბევრი საინტერესო დეტალი დააფიქსირა.
"დავაფიქსირე, რომ ჩვენი ქვეყნების დროშები ერთი და იგივე ფერებშია. გავიგე, რომ თქვენ საშობაო ნაძვის ხეების ექსპორტს ახორციელებთ და თქვენი ნაძვის ხეები ევროპულ ოჯახებში ხვდება. ესეც ძალიან კარგი ამბავია", - განაცხადა მარტინ ლიდერგორდმა.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1122
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია