დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
დავით ნარმანია გიგი უგულავას პროკურატურაში დაბარებაში პოლიტიკური დევნის საფუძვლებს ვერ ხედავს
ავტორი:
2013/დეკემბერი/18 11:30:03
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, კოალიცია "ქართული ოცნების" მხრიდან დედაქალაქის მერის პოსტზე დასახალებული დავით ნარმანია გიგი უგულავას პროკურატურაში დაბარებაში  პოლიტიკური დევნის საფუძვლებს ვერ ხედავს.
როგორც აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ნარმანიამ ჟურნალისტებს დღეს განუცხადა, გიგი უგულავა დაკითხვაზე ადრეც იყო დაბარებული და საგამოძიებო პროცესები გრძელდება. მინისტრის შეფასებით, "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლების ბრალდებები მათ წინააღმდეგ მიმართულ პოლიტიკურ დევნასთან დაკავშირებით, არგუმენტირებულია და მსგავს განცხადებებს არანაირი საფუძველი არ გააჩნია.
"პოლიტიკურ დევნას რომ ჰქონოდა ადგილი, მაშინ ძალიან დიდ მასშტაბებთან გვექნებოდა საქმე. ადგილი აქვს არა დევნას, არამედ საგამოძიებო პროცესს, რაც ჩვეულებრივია როცა თანამდებობის პირის საქმიანობასთან დაკავშირებით ჩნდება კითხვები. ასეთ კითხვებს პასუხი უნდა გაეცეს", - განუცხადა ჟურნალისტებს დავით ნარმანიამ გიგი უგულავას პროკურატურაში დაბარების საკითხის კომენტირებისას.
თბილისის მერი გიგი უგულავა მთავარ პროკურატურაში დღეს, 13:00 საათისთვის არის დაბარებული. საქმე ეხება ააიპ "ძველი ქალაქის რეაბილიტაციისა და განვითარების ფონდისა" და ააიპ "თბილისის გავნითარების ფონდის" თანამშრომლების მიერ დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების მართლსაწინააღმდეგო მითვისება-გაფლანგვის ფაქტებს.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1189
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია