დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ყოფილი გამგებლის და მისი მოადგილის დაკავების საკითხზე თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს
ავტორი:
2013/დეკემბერი/16 20:00:03
ძველი თბილისის რაიონის ყოფილი გამგებლის, ლაშა ფურცხვანიძის და მისი ყოფილი მოადგილის, კობა ხარშილაძის დაკავების საკითხზე თბილის მერია განცხადებას ავრცელებს, რომელსაც "ინტერპრესნიუსი" უცვლელად გთავაზობთ:
"საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ დღეს დაკავებულ იქნა ძველი თბილისის რაიონის ყოფილი გამგებელი ლაშა ფურცხვანიძე და მისი ყოფილი მოადგილე კობა ხარშილაძე.
აღნიშნულ საკითხზე გამოძიების მიმდინარეობის შესახებ ქ. თბილისის მერიისათვის ცნობილი იყო და ის არ დაწყებულა ახალი ხელისუფლების პერიოდში. თავის დროზე კომპანია ,,გრინსერვის"-ის საქმიანობასთან დაკავშირებით მწვავე რეაქცია ჰქონდა ქ. თბილისის მერსაც, რომლის გადაწყვეტილებითაც 2012 წლის მაისში თბილისის მთავრობის სხდომაზე გაუქმებულ იქნა აღნიშნულ კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულება, ხოლო საქმის მასალები შემდგომი შესწავლისთვის საგამოძიებო ორგანოებს გადაეგზავნა.
ხაზგასასმელია, რომ დღეს საგამოძიებო სამსახურმა დააკავა პირები, რომლებიც ამ საქმეზე წელიწადნახევრის განმავლობაში არაერთხელ დაიკითხნენ, მათ არ უცდიათ გამოძიებისთვის ხელის შეშლა ან/და მიმალვა. შესაბამისად 2007 წელს ჩადენილი დანაშაულის გამო მათი დღეს დაკავება გარკვეულ ეჭვსა და შეკითხვებს ბადებს. განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც ერთ-ერთი დაკავებული, კობა ხარშილაძე, პროკურატურას არაერთხელ დაკითხული ჰყავს საქართველოს პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმეზე (ის წლების განმავლობაში მის პირად დაცვაში მუშაობდა).
ამასთანავე, საზოგადოებას შევახსენებთ, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ უკვე წელიწადნახევარია მიმდინარეობს გამოძიება თბილისის მერიის თანამშრომლების მიმართ ,,თბილისის განვითარების ფონდიდან" თანხების წინაასაარჩევნო მიზნებისთვის ხარჯვის თაობაზე. საგამოძიებო ორგანოების მოთხოვნით რუსთავის საქალაქო სასამართლომ უკვე მესამედ გააგრძელა გამოძიების ვადა, ისე რომ ბოლო თვეების განმავლობაში არც ერთი საგამოძიებო მოქმედება არ ჩაუტარებიათ (ანუ ფაქტიურად გამოძიება შეჩერებული იყო). დღეს ამ საქმეზე ბრალდებული პირები წინასწარ გაგზავნილი უწყების გარეშე, ჯერჯერობით გაურკვეველი მიზნით დაიბარეს ქვემო ქართლის ფინანსურ პოლიციაში. ეს ფაქტიც აღძრავს საფუძვლიან ეჭვს, რომ ამ გადაწყვეტილებებს თბილისის მერიაზე პოლიტიკური ზეწოლის კამპანიური ხასიათი აქვთ.
ჩვენ არ ვამტკიცებთ და არც ვუარყოფთ რაიმეს, დაველოდებით გამოძიების შედეგებს, თუმცა ამ ეტაპზევე საჭიროდ მიგვაჩნია ამ შეკითხვების საჯაროდ დასმა, იმისათვის, რომ საზოგადოების ყურადღება მივაპყროთ საგამოძიებო ორგანოების პოლიტიკური ზეწოლის იარაღად გამოყენების ფაქტებზე. ამ მიზნით მოვუწოდებთ საქართველოს სახალხო დამცველსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს მონიტორინგი გაუწიონ ამ საქმეებს, რომ საგამოძიებო ორგანოების მხრიდან არ დარჩეს პასუხგაუცემელი შეკითხვები", - ნათქვამია მერიის განცხადებაში.




წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1023
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია