დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ალექსი პეტრიაშვილმა ქსელთა გლობალური სამიტის მონაწილეებს სიტყვით მიმართა
ავტორი:
2014/აგვისტო/07 16:00:02
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ალექსი პეტრიაშვილმა ქსელთა გლობალური სამიტის მონაწილეებს სიტყვით მიმართა და ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის მნიშვნელობასა და ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში სხვადასხვა სფეროებში განსახორციელებელ რეფორმებზე ისაუბრა.
გამოსვლისას ალექსი პეტრიაშვილმა მიმოიხილა უკრაინაში შექმნილი მდგომარეობა, რეგიონში არსებული ვითარება და საქართველოს წინაშე მდგარ უსაფრთხოების გამოწვევებზე გაამახვილა ყურადღება.
"ეს არის მთელი რიგი ქვეყნებიდან, ევროპის, აზიის რეგიონებიდან წარმოდგენილი მომავალი ლიდერების გლობალური ქსელების სამიტი, რომელსაც, ასევე, მხარს უჭერს ამერიკის შეერთებული შტატები, კონკრეტული ადამიანები ჯგუფი, რომელიც ხელს უწყობს ამ კავშირების, ურთერთობების დამყარებას და მათ შემდგომ გაღრმავებას. ჩვენ გვქონდა ძალიან კარგი შესაძლებლობა გვესაუბრა საქართველოს ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაციის პერსპექტივებზე, ჩვენს წინაშე მდგარ ამოცანებსა და გამოწვევებზე. იყო ძალიან ცოცხალი დიალოგი, კითხვა-პასუხის რეჟიმი და დიდი ინტერესი საქართველოს მომავალ გეგმებთან, მიმდინარე ეკონომიკურ და დემოკრატიულ რეფორმებთან დაკავშირებით", - განაცხადა ალექსი პეტრიაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
სამიტი არასამთავრობო ორგანიზაცია CELA-ს (Central Eurasia Leadership Alliance) საქართველოს ორგანიზებით 4-7 აგვისტოს, სასტუმროში "რედისონ ბლუ ივერია" იმართება. ღონისძიებაში ოთხი რეგიონული ქსელის - SIBF, CELA, MELA და SEALA - წარმომადგენლები მონაწილეობენ. ეს ქსელები მოიცავს ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა აშშ, ლიბანი, ქუვეითი, იორდანია, საუდის არაბეთი, იემენი, ომანი, კატარი, არაბეთის გაერთიანებულ ემირატები, ბაჰრეინი, სინგაპური, ინდოეთი, კავკასიისა და შუა აზიის ქვეყნები.
CELA (Central Eurasia Leadership Alliance) წარმოადგენს ახალგაზრდა ლიდერთა ქსელს, რომელიც 2002 წელს დააარსა ამერიკელ ბიზნესმენთა ასოციაციამ (SIBF) და რომელიც ამ დროისათვის 400-მდე ლიდერს აერთიანებს. ქსელის მიზანია კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებს შორის პროფესიული და საქმიანი კავშირების გაღრმავება, გამოცდილების გაზიარებისთვის საჭირო პლატფორმის შექმნა და რეგიონის ახალგაზრდა, წარმატებული ადამიანების ერთმანეთთან დაკავშირება. CELA რვა პოსტსაბჭოთა სახელმწიფოს: საქართველოს, აზერბაიჯანს, სომხეთს, ყირგიზეთს, ყაზახეთს, ტაჯიკეთს, უზბეკეთს, თურქმენეთს და ასევე, ავღანეთს მოიცავს.





წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 961
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია