დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სახალხო დამცველის მრჩეველთა საბჭომ ომბუდსმენს რეკომენდაციები წარუდგინა
ავტორი:
2013/დეკემბერი/16 15:00:02
სახალხო დამცველის მრჩეველთა საბჭომ პირველი შეხვედრა გამართა. საბჭომ სახალხო დამცველს საკუთარი რეკომენდაციებიც წარუდგინა აპარატის სტრუქტურული ცვლილებების , რესურსების მობილიზებისა და პრიორიტეტების განსაზღვრის კუთხით.
"საუბარი შეეხო სამოქალაქო განათლების სფეროში ოფისის აქტიურ ჩართულობას. განისაზღვრა მთავარი ორიენტირები, რომ სახალხო დამცველის აპარატი უნდა გახდეს უფრო პროაქტიური და არა მხოლოდ ადამიანის უფლებების დარღვევებზე მოახდინოს რეაგირება, არამედ ჰქონდეს პრევენციის საშუალება", - განაცხადა სახალხო დამცველის ოფისში გამართულ შეხვედრაზე უჩა ნანუაშვილმა, რომელმაც მედიას მრჩეველთა საბჭოს პირველი შეხვედრის შედეგები გააცნო.
თავად მრჩეველთა საბჭოს წევრთა აზრით, სახალხო დამცველის ქმედებები ძირითადად ხელისუფლებისა და საზოგადოების მხრიდან ადამიანის უფლებებათა დარღვევის ფაქტებისადმი მიდგომებისა და დამოკიდებულების შეცვლისაკენ უნდა იყოს მიმართული.
რაც შეეხება უშუალოდ რეკომენდაციებს, ის შეეხო დღეისათვის ამ საკითხებისათვის ყურადღების გამახვილებას, ბავშვთა უფლებებისა და ოჯახური ძალადობის აღმოფხვრაზე მუშაობას.
მრჩეველთა საბჭოს წევრთა აზრით, განსაკუთრებულად უნდა გაძლიერდეს მონიტორინგი. მრჩეველთა საბჭოს წევრთა რეკომენდაციაა, რომ სახალხო დამცველის წარმომადგენელთა ყურადღების მიღმა არც ერთი დახურული ინსტიტუცია არ უნდა დარჩეს.
ამასთან, მათი აზრით, მნიშვნელოვანია მუშაობის წარმართვა საერთაშორისო სამართლებრივი ნორმებზე დაყრდნობით. როგორც სახალხო დამცველის ოფისში აცხადებენ, შეხვედრის პირველ დღეს, რომელიც გუშინ გაიმართა, სახალხო დამცველმა და აპარატის წარმომადგენელმა საბჭოს წევრებს აპარატის სტრუქტურა, სტრატეგია, სამუშაო გარემო და ასევე ოფისის პრიორიტეტები გააცნეს.
მრჩეველთა საბჭოს მიზანია, გაუზიაროს თავისი ცოდნა და გამოცდილება და დაემაროს სახალხო დამცველის აპარატს ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითარებაში. საბჭო წელიწადში ორ შეხვედრას გამართავს, დანარჩენ შეხვედრებზე კი ონლაინ შეხვედრების სახით შეიკრიბება.
მრჩეველთა საბჭოს წევრები არიან ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტის მრჩეველი ოგე ბორჩგრევინკი, კონფლიქტებისა და თანამშრომლობის ექსპერტი იორგენ იოჰანსენი და გაეროს დამოუკიდებელი ექსპერტი ადამიანის უფლებებისა და საერთაშორისო სოლიდარობის საკითხებში ვინჯინია დანდანი. საბჭოს წევრია აგრეთვე, გაეროს სპეციალური მომხსენებელი შეკრებისა და მანიფესტაციების უფლებათა საკითხებში მაინა კიაი, რომელიც პირველ შეხვედრაში ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ მონაწილეობდა.
მრჩეველთა საბჭოს შექმა სახალხო დამცველის 2013 წლის სამოქმედო სტრატეგიული გეგმის ნაწილი იყო. საბჭოს მიზანია საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის გაძლიერება და ამ კუთხით პრიორიტეტებისა და პერსპექტივების განსაზღვრა.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 961
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია